ჩერგოლეიშვილი განცხადებაში მაღალფარდოვანი ტერმინებითა და პათეტიკური ფრაზებით ცდილობს საკუთარი სიღრმისეული სიბრიყვე, უპასუხისმგებლობა და ტყუილი დაფაროს. მისი სიტყვები „ჟუჟუნა წვიმა“ საერთოდ სასაცილო და შეურაცხმყოფელია თელავისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებისთვის, რომლებმაც რეალურად დაინახეს, უხვი ნალექის გამო როგორ ადიდდა რამდენიმე მდინარე, რამაც სტიქიური უბედურება გამოიწვია, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში. როგორც ის აცხადებს, სწორედ სახელმწიფო უწყებების დროული რეაგირება და საევაკუაციო ღონისძიებებია იმის მიზეზი, რომ ზარალი კიდევ უფრო მასშტაბური არ არის, მაგრამ თამარ ჩერგოლეიშვილისთვის მთავარია “ქართული ოცნების” ცნების ლანძღვა და ფაქტების, რეალობისა და ლოგიკის სრული იგნორირება.
ჩიხელიძე ასევე აღნიშნავს, რომ არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული სტიქიური უბედურებებისგან, რისი არაერთი მაგალითი არსებობს “ვფიქრობდი, რომ კახეთში მომხდარ სტიქიურ უბედურებას არც ერთი პოლიტიკოსი, პოლიტიკური ქულების დასაწერად არ გამოიყენებდა. სამწუხაროდ, შევცდი. ჩვენს ოპოზიციურ ფლანგზე ისეთი უღირსი, ცინიკური და პოპულისტური პოლიტიკოსების კოჰორტა გვყავს, რომლებიც კატასტროფასაც კი საკუთარი პიარისთვის იყენებენ. აღსანიშნია ჩერგოლეიშვილის სტატუსი, ჩერგოლეიშვილი განცხადებაში მაღალფარდოვანი ტერმინებითა და პათეტიკური ფრაზებით ცდილობს საკუთარი სიღრმისეული სიბრიყვე, უპასუხისმგებლობა და ტყუილი დაფაროს.
მისი სიტყვები „ჟუჟუნა წვიმა“ საერთოდ სასაცილო და შეურაცხმყოფელია თელავისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებისთვის, რომლებმაც რეალურად დაინახეს, უხვი ნალექის გამო როგორ ადიდდა რამდენიმე მდინარე, რამაც სტიქიური უბედურება გამოიწვია. სწორედ სახელმწიფო უწყებების დროული რეაგირება, წინასწარი მომზადება და ევაკუაციის ღონისძიებებია იმის მიზეზი, რომ ზარალი კიდევ უფრო მასშტაბური არ არის. მაგრამ ჩერგოლეიშვილისთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. მისთვის მთავარია საკუთარი პოლიტიკური აუდიტორიის გაღიზიანება და ოცნების ლანძღვა, მერე რა რომ, ფაქტების, რეალობისა და ლოგიკის სრული იგნორირება ხდება. რა თქმა უნდა, არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული სტიქიური უბედურებებისგან. სულ ცოტა ხნის წინ ჩინეთში უხვი ნალექის გამო 2 მილიონი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ამერიკაში კი, რომელსაც ჩერგოლეიშვილი და მისნაირები იდეალად მიიჩნევენ, ბოლო თვეებში ათასობით ადამიანი ევაკუაცია ქარიშხლებისა და წყალდიდობების გამო. წვიმის გამო ასევე რამდენიმე საათით შეწყდა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ბუნების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ მისი შედეგების შემცირება და მოსახლეობის დაცვა. მაგრამ ჩერგოლეიშვილისთვის არც ჩინეთი, არც ამერიკა, არც მსოფლიო გამოცდილება არ აქვს მნიშვნელობა. მას მხოლოდ ერთი რამ სჭირდება: საქართველოს ლანძღვა, ხელისუფლების დისკრედიტაცია, ეს არის კლასიკური პოპულიზმის ყველაზე ცინიკური და უღირსი ფორმა როცა კატასტროფასაც კი პოლიტიკურ იარაღად იყენებ.” – წერს დავით ჩიხელიძე.
