Skip to content
11/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამიტომაც იყო ელისაშვილის საბოლოო სიტყვა ტერორისტული აზროვნების ტიპიური მაგალითი – შალვა პაპუაშვილი

მარშალ პრესი 11/07/2026
shalva papuashvili

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლიანი პატიმრობის შეფარდებას და ოპოზიციის რეაგიარებას ეხმიანება.

“ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს.
გუშინდელი დღიდან ვკითხულობთ და ვისმენთ ელისაშვილის ქმედების პოლიტიკური მოტივების შესახებ შეფასებებს, რომლებიც, სინამდვილეში, პირდაპირ ასაბუთებს, რატომ გვაქვს საქმე სწორედ ტერორიზმთან.

როდესაც ვლაპარაკობთ ტერორიზმზე, უნდა გვესმოდეს, რომ ტერორისტები უმოტივაციო მანიაკები არ არიან. თითოეული მათგანი ცდილობს, საკუთარ დანაშაულს „კეთილშობილური“ გამართლება მოუძებნოს. ეს ხან თავისუფლებისთვის ბრძოლაა, ხან – სამართლიანობისთვის, ხან რა და ხან რა.

ამიტომაც იყო ელისაშვილის საბოლოო სიტყვა ტერორისტული აზროვნების ტიპიური მაგალითი, თითქოს ის უსამართლობას, ჩაგვრას და დამპყრობელს ებრძოდა. თუმცა დანაშაულს მისი ჩამდენის მიერ გაცხადებული მიზანი ვერ გაამართლებს. პირიქით, ძალადობრივი ქმედების პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოტივით გამართლება ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.

განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში კიდევ ერთი გარემოება გახდა ნათელი – საქმე მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტერორისტულ აქტთან არ გვაქვს. ჩვენ ვხედავთ ტერორისტული აზროვნების მქონე ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც სიტყვით ვითომ საბჭოთა წარსულს ებრძვიან, საქმით კი ბოლშევიკური ტერორის მთავარი მორალური ფორმულის – „მიზანი ამართლებს საშუალებას“ – ერთგულ მიმდევრებად ჩამოყალიბდნენ.

ამ წერტილამდე ისინი ლოგიკურად და თანმიმდევრულად მივიდნენ. ფაქტობრივად, სულ რამდენიმე წელიწადში, ჩვენს თვალწინ მოხდა ბოროტების ევოლუცია:
▪️ჯერ გაამართლეს სიტყვიერი ძალადობა და ადამიანის ღირსების ხელყოფა,
▪️შემდეგ გაამართლეს ფიზიკური ძალადობა და ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა,
▪️მერე გაამართლეს პარლამენტის გადაწვა და პრეზიდენტის სასახლის შტურმი, ანუ სახელმწიფოს და მისი კონსტიტუციური ინსტიტუტების ხელყოფა,
▪️ახლა კი უკვე ტერორიზმს, კაცობრიობის ამ ცალსახა ბოროტებას, უძებნიან პოლიტიკურ და მორალურ გამართლებას.

როდესაც ადამიანი ძალადობის თითოეულ მომდევნო საფეხურს ამართლებს, მორალურად დასაშვებობის ზღვარი სულ უფრო მკრთალდება. ამიტომ საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“ ამართლებს, ხვალ, იმავე ფორმულით, ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს. მით უმეტეს, რომ ამავე პოლიტიკური წრის წარმომადგენლებისგან ოპონენტების გარდაცვალების გამო საჯარო სიხარულიც არაერთხელ გვინახავს.

ასე რომ, ზოგი ნებით და ზოგი უნებლიეთ, ზოგი ცნობიერად და ზოგიც გაუცნობიერებლად, მთელი ეს კოჰორტა ჩამოყალიბდა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ მტრულ მეხუთე კოლონად, რომელსაც რადიკალიზმისთვის, ექსტრემიზმისთვის და ახლა უკვე ტერორიზმისთვისაც გარედან ანთებული მწვანე შუქი ეგულება.”– წერს შალვა პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: გიორგი კახიანი “დევნილთა რეზოლუციაზე”: მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს რეზოლუცია არ წარმოადგენს მხოლოდ თბილისსა და მოსკოვს შორის არსებულ ვიწრო პოლიტიკურ დაპირისპირებას
Next: დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.