ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, მარეგულირებელი მმართველობის ( Regulatory Governance ) რეიტინგს აქვეყნებს.
წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მარეგულირებელი მმართველობის ინდიკატორი განიმარტება, როგორც „მთავრობის უნარი, შეიმუშაოს და განახორციელოს გონივრული პოლიტიკა და რეგულაციები, რომლებიც საშუალებას მისცემს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას“. კვლევა წარმოებულია მსოფლიოს ბანკის პროექტის „გლობალური მმართველობოს ინდიკატორების“ მიერ.
კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოში 31-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 17 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, თურქეთი.
მსოფლიო ბანკის ამ გლობალური კვლევის ფარგლებში საქართველო შეაფასა შვიდმა საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და პროექტმა. ესენია: გერმანული ორგანიზაცია ბეტსელმანის ტრანსფორმაციის ინდექსი, ბრიტანული ორგანიზაცია იკონომისტ ინტელიჯენს იუნითი, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუინდეიშენის ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია სტანდარტ ენდ ფუარსი, მსოფლიო ბანკის მეწარმეთა გამოკითხვის პროექტი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკითხვის ანგარიში და ამერიკული ორგანიზაცია მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი.
