Skip to content
09/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: “ნაცებმა” შეცვალეს ტაქტიკა, გაიშალნენ სხვადასხვა პლატფორმაზე

მარშალ პრესი 09/07/2026
liza gegechkori

დააკვირდით, ბოლო პერიოდში როგორ მიზანმიმართულად და იაფფასიანად ცდილობენ ნაცები საკუთარი სისხლიანი და ბნელი წარსულის გათეთრებას? აშკარაა, რომ შეცვალეს ტაქტიკა, გაიშალნენ სხვადასხვა პლატფორმაზე, მოირგეს ვითომ ჰუმანური, ახალი სახეები და ჰგონიათ, რომ ამით ქართველ ხალხს მეხსიერებას წაუშლიან, – წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, სოციალური ქსელის “ლაივებში” ნათქვამი დაზეპირებული ტექსტები ვერ გადაფარავს იმას, რაც საზოგადოებას საკუთარი თვალით აქვს ნანახი, ვინაიდან, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს მომხდარი მოვლენები გამოგონილი ისტორიები კი არა, უალესი წარსულია, რომელიც ქართველებმა საკუთარ ტყავზე გამოსცადეს. გეგეჭკორი ასევე აღნიშნავს, რომ ვერანაირი ახალი შეფუთვა და ვერ ჩამორეცხავს იმ დანაშაულებს, რაც “ნაცმოძრაობას” ამ ქვეყნის წინაშე აქვს ჩადენილი.

“ამასწინათ შაშკინი, რომელიც მასწავლებლებს მათი სისხლის დალევით ემუქრებოდა, იაგოს გადაცემაში იჯდა და თავის თავით დაწყებული სააკაშვილით დამთავრებული ყველა წმინდანად გამოყავდა, ახლა ღვინიაშვილი ზის და ბავშვის მკვლელობა ნაცებს როგორ დაგვაბრალეს, წარმოუდგენელი იყოვო, მამა აბრამის ბატკანის სახით ლაპარაკობს ვისი მოტყუება გინდათ, თქვე მართლა უტიფრებო და მორალისგან დაცლილებო?! თქვენ მართლა გგონიათ, რომ სოციალურ ქსელებში, კომფორტული ოთახებიდან ჩართული „ლაივები“, დაზეპირებული ტექსტები და ფარისევლური ღიმილი იმ კადრებს გადაფარავს, რაც ჩვენი საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი?

ეს არ არის სადღაც წაკითხული ან სხვისგან გაგონილი ისტორიები, ეს არის ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსული, რომელიც საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ. თითოეულ ჩვენგანს ჰყავს ოჯახის წევრი, ახლობელი, მეგობარი თუ მეზობელი, რომელიც თქვენმა რეჟიმმა პირდაპირი მნიშვნელობით გააუბედურა, გაანადგურა, ჯანმრთელობა შეურყია და ღირსება შეულახა. მთელი ცხრა წლის განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში, პირდაპირ ეთერებში ვუყურებდით სააკაშვილის მანიაკურ, სადისტურ გამოვლინებებს. ვუყურებდით, როგორ იქცა ძალადობა, ჩაგვრა და განსხვავებული აზრის სასტიკი ჩახშობა ოფიციალურ პოლიტიკად. და ახლა, ამ ყველაფრის შემოქმედები გამოდიხართ და ეთიკაზე გვიკითხავთ მორალს? ცდილობთ, რომ ძალადობაზე, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა, დღეს ისე ისაუბროთ, თითქოს არაფერი მომხდარა? ტყუილად ირჯებით! ვერანაირი ახალი შეფუთვა და ვერანაირი სთრიმებზე გამოჯდომები ვერ ჩამორეცხავს იმ დანაშაულებს, რაც თქვენ ამ ქვეყნის წინაშე გაქვთ ჩადენილი. საზოგადოებას არც ამნეზია სჭირს და არც რეალობის აღქმა დაუკარგავს. თქვენი წარსულის გათეთრება ფიზიკურად შეუძლებელია!” – წერს ლიზა გეგეჭკორი.

Post navigation

Previous: ევროპარლამენტმა პირადი ჩატების კონტროლის უფლებას მხარი დაუჭირა
Next: მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიასთან აფილირება და პარტიაში შესვლა და ამიტომ, ქმნის საბჭოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.