Skip to content
09/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: პირდაპირ ვამბობთ, სულ რომ დღეს მიგვიღონ ევროკავშირში ყოველგვარი დათქმების გარეშე და გვითხრან, უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა საქართველოში, ეს არის წითელი ხაზი, გამორიცხულია!

მარშალ პრესი 09/07/2026
levan machavariani

პირდაპირ ვამბობთ, სულ რომ დღეს მიგვიღონ ევროკავშირში ყოველგვარი დათქმების გარეშე და გვითხრან, უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა საქართველოში, ეს არის წითელი ხაზი, გამორიცხულია! – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანმა ასევე ისაუბრა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და აღნიშნა, რომ სუვერენიტეტის დასაცავად ეს კანონი ყველას სჭირდება.

„რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, ეს კანონი ჩვენს შემდეგ გაამკაცრა ბრიტანეთმა უკვე მეორეჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საუკუნეა მოქმედებს. კანადამ მიიღო ჩვენს შემდეგ, საფრანგეთმა მიიღო, ახლა რუმინეთი იღებს. ყველას სჭირდება და ყველა ამაზე ამბობს, რომ ეს სუვერენიტეტის დასაცავად სჭირდება. ვეთანხმებით, ნამდვილად სჭირდებათ, მაგრამ ასევე სჭირდება საქართველოს. წარმოგვიდგინონ არგუმენტი, რომელი პუნქტი, რომელი მუხლი არღვევს ადამიანის უფლებებს, ან არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და რა თქმა უნდა, მზად ვართ შევიდეთ მსჯელობაში.

იგივე ეხება პოლიტპატიმრები რომ დაუჩემებიათ. 2012 წლის შემდეგ საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის. მიხეილ სააკაშვილს რომ ეძახიან, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, ძალიან დიდი ბოდიში, ისინი სასჯელს დამსახურებულად იხდიან“, – აღნიშნა მან.

Post navigation

Previous: ტარიელ ჭანტურიამ თავისი ნიჭიერებითა და წერის განსაკუთრებული მანერით მკითხველის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა, ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს
Next: ზურაბ ქადაგიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გაცილებით მეტია, ვიდრე ინფრასტრუქტურული პროექტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.