Skip to content
09/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ლელოს” წევრები საკუთარ თავს „ტოპ ტვინებს“ უწოდებენ და თავის გონებაში დაასკვნეს, რომ თურმე საქართველოს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ სტრატეგიული ობიექტი ააშენოს და, მით უმეტეს, თავად მართოს – სწორედ ეს არის მონური აზროვნება

მარშალ პრესი 08/07/2026
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ლელოს“ წარმომადგენლების მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სტრატეგიული ობიექტის საკუთრებისა და მართვის უცხო ქვეყნისთვის გადაცემის იდეა საქართველოს სუვერენიტეტისა და შესაძლებლობების მიმართ უნდობლობას გამოხატავს. მაჭარაშვილის განცხადებით, მსგავსი მიდგომა იმავე პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც, მისი შეფასებით, წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა. „ლელოს“ წარმომადგენელი ორი დღის წინ გამოვიდა და ანაკლიის პორტზე ისაუბრა. საკუთარ თავს „ტოპ ტვინებს“ უწოდებენ და თავის გონებაში დაასკვნა, რომ თურმე საქართველოს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, სტრატეგიული ობიექტი ააშენოს და, მით უმეტეს, თავად მართოს.

ამით საკუთარ საზოგადოებასა და ამომრჩეველს შეურაცხყოფას აყენებს. ისინი ამბობენ, რომ ამ პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე საქართველო არ უნდა იყოს, სტრატეგიული ობიექტი მეზობელ ქვეყნებს უნდა გავუნაწილოთ და მისი მართვა უცხო ძალებს გადავცეთ. ანუ საკუთრებაშიც უნდა შემოვიყვანოთ მეზობელი ქვეყნები და მართვაც უცხო სახელმწიფოს გადავაბაროთ. ეს არის სწორედ მონური აზროვნება — როდესაც ფიქრობ, რომ შენს ქვეყანაში ინტელექტუალური რესურსი არ არსებობს, სუვერენიტეტი არ გაქვს და თავმოყვარე არ ხარ. ერთი ქვეყანა დამისახელეთ, რომელიც იტყვის, რომ სტრატეგიული ობიექტი მეზობლებს უნდა გაუნაწილოს და შემდეგ მისი მართვა უცხო ქვეყანას გადააბაროს. ამას ვედავებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“. დღემდე ყველა ოპოზიციონერი, მათ შორის „ლელო“, ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის, მაგრამ ზუსტად იმავეს აკეთებენ. მაშინ ვაკრიტიკებდით „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ სტრატეგიული ობიექტი ოკუპანტ ქვეყანას გადასცა, ახლა კი „ლელო“ ამბობს, რომ სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც ვაშენებთ, სხვას უნდა გადავცეთ; ჩვენ არ უნდა ვიყოთ მისი მესაკუთრე და, მით უმეტეს, მისი მმართველი. სწორედ ამ ხალხზე ამბობს ევროკავშირის ელჩი, რომ ისინი უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში და კოალიციურად მართონ ქვეყანა,“– განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: ამგვარი ანტიქართული რეზოლუცია, რომელიც დღეს დამტკიცდა იმ ჯგუფების მიერ, რომლებსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ, არის სკანდალი თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის
Next: ტარიელ ჭანტურიამ თავისი ნიჭიერებითა და წერის განსაკუთრებული მანერით მკითხველის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა, ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.