Skip to content
08/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

რატომ მიესაჯა ბაჩო ახალაიას 2 წელი და 6 თვე? – პროკურატურის განცხადება

მარშალ პრესი 08/07/2026
bacho axalaia

მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, თუ რის საფუძველზე მისაჯა ბაჩო ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა.

“ბოლო დღეების განმავლობაში, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ბაჩანა ახალაიას თითქოს, ბრალდება ედავება ბიძინა ივანიშვილის დამხობისაკენ საჯაროდ მოწოდებას, რაც ხასგასმით ვაცხადებთ, რომ არასწორია. კიდევ ერთხელ საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ბაჩანა ახალაიას ბრალდების დადგენილების თანახმად, 2026 წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბაჩანა ახალაიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა წინასასამართლო სხდომა, სადაც ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას განაცხადა – 

,,ეს ხელისუფლება არიs დასამხობი, რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად. ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით. ეს არიs ერთადერთი გზა და ჩვენ, მეც თქვენც და ნებისმიერს გვაქვს ლეგიტიმური უფლება ამის გაკეთების და ჩვენს შორის ყველაზე კეთილსინდისიერებს გვაქვს ამის ვალდებულება.“  – ბაჩო ახალაიას ციტატის დასასრული.

შესაბამისად, მისი ქმედება – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2026 წლის 6 ივლისს, ბაჩანა ახალაია დამნაშავედ ცნო და განუსაზღვრა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის ერთ-ერთი პუნქტი ეყრდნობა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს, რომელიც მხოლოდ ბრალდებებზე მიუთითებს. ამასთანავე, თავად ანგარიშის ავტორმა აღიარა, რომ არასანდო წყაროებით ისარგებლა
Next: ცესკოში საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360˚“ პრეზენტაცია გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.