Skip to content
08/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს შესახებ, გაჟღენთილია ყალბი ინფორმაციით. ეს თავისთავად მოწმობს, რომ საქართველოზე ზეწოლა კვლავ აქტიურად გრძელდება

მარშალ პრესი 08/07/2026
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ჯო უილსონის მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეა დღეს განიხილავს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი დაფუძნებულია იმ ყალბ აღქმებზე, რომლებიც 4 წელიწადზე მეტია საქართველოს შესახებ ვრცელდება. სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რეზოლუციის არსებობა მოწმობს იმ ზეწოლაზე, რაც საქართველოს მისამართით დღემდე გრძელდება: „კვლავ აქტიურად გრძელდება საქართველოზე ზეწოლა, რათა ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა მოხდეს და ძალისმიერი მეთოდებით შეიცვალოს ხელისუფლება. ეს ყველაფერი სჭირდებათ იმისათვის, რომ ქვეყანა ჩართონ ომში, რომლის არსებობაც გარკვეული გლობალური ძალის ინტერესებში შედის“ – განაცხადა სეფაშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ გარკვეული გლობალური ძალების ინტერესებში შედის საქართველოზე ზეწოლა და ქვეყნის იმ ომში ჩართვა, რომლის არსებობაც, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ინტერესში არ შედის. „დღეს „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელიც თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია ყალბი ინფორმაციით და ემყარება იმ მცდარ აღქმებს, რომლებიც საქართველოს შესახებ ბოლო 4 წელიწადზე მეტია ვრცელდება. ეს თავისთავად მოწმობს, რომ კვლავ აქტიურად გრძელდება საქართველოზე ზეწოლა, რათა ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა მოხდეს და ძალისმიერი მეთოდებით შეიცვალოს ხელისუფლება. ეს ყველაფერი სჭირდებათ იმისათვის, რომ ქვეყანა ჩართონ იმ ომში, რომლის არსებობაც გარკვეული გლობალური ძალის ინტერესებში შედის და არა ქართველი ხალხის ინტერესებში,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: მაია ბითაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: საქართველოს აკრიტიკებენ, გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო. კანონის, რომელიც ბევრ მონაწილე სახელმწიფოს აქვს თავის კანონმდებლობაში. იგივე ეხება საზოგადოებრივი წესრიგის ზომებს
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში სპექტაკლ „მაკბეტი“-ს პრემიერას დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.