Skip to content
09/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შეიკრიბნენ 20 მ² ოთახში და აპლიკაციებით აანონსებენ ხელისუფლების ხელში აღებას – შალვა პაპუაშვილი ნაც.მოძრაობაზე

მარშალ პრესი 07/07/2026
shalva papuashvili

„ნაციონალური მოძრაობა“ მგონი დაასწრებს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის“ ბედი განსაზღვრულია და ასე დაამთავრებს ყველა, ვინც არა საკუთარი ხალხის, არამედ გარე ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს.

„რამდენიმე დღის წინ აპლიკაციის პრეზენტაცია, რომ ჰქონდათ, აპლიკაციით რომ უნდათ ხელისუფლების ხელში აღება ეს კიდევ ცალკე კომიკური სიტუაციაა. შეიკრიბნენ 20 მ² ოთახში და აპლიკაციებით აანონსებენ ხელისუფლების ხელში აღებას. არასერიოზული ხალხია. ეს არის ყველა იმ ადამიანის გზა, რომელიც არა საკუთარ ხალხს, არამედ სხვის ნაამბობს და ნათქვამს უსმენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარის ვადის ამოწურვამდე ერთი დღე დარჩა და ამ ფონზე უცნობია ჩატარდება საერთოდ ყრილობა თუ არა. შესაძლოა თავმჯდომარის არჩევის საკითხი საერთოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან.

Post navigation

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით გაწვეულ წვევამდელთა ოჯახებს შეხვდა
Next: გია აბაშიძე: ანაკლიის პროექტში საბოტაჟის მომწყობ მამუკა ხაზარაძის ლაქიას, გრიგოლ გეგელიას დაავალეს და იმეორებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.