Skip to content
07/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა

მარშალ პრესი 05/07/2026
zaza diasamidzis shexvedra

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან ერთად, მერიის სამსახურების, მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და მერის

წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, სოციალური მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები, მოსახლეობის საჭიროებები და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული გამოწვევები. ასევე ისაუბრეს მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ადგილობრივ დონეზე პრობლემების ეფექტიანი გადაჭრის მნიშვნელობაზე.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ღონისძიების „ხელვაჩაურის დღეების“ სამზადისთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. ყურადღება გამახვილდა კულტურული, სპორტული და გასართობი პროგრამების დაგეგმვაზე, რადგან „ხელვაჩაურის დღეები“ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების პოპულარიზაციისა და ადგილობრივი ტრადიციების წარმოჩენისთვის.

მერმა ღონისძიების მაღალ ორგანიზაციულ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად შესაბამისი დავალებები გასცა და სამსახურებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა.

Post navigation

Previous: კომიტეტი, რომელიც ეძღვნება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული ვითარების შესწავლას, არაფერს ამბობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ამ ფასეულობების კუთხით არსებობს – ეკა სეფაშვილი
Next: დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 2023 წელს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე: ქალბატონი ჰაჯა ლაბიბი მობრძანდა საპატრიარქოში და გაუგონარი რამ გვთხოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.