გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო პრიორიტეტები.
ასევე, ხაზი გაესვა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც რეგიონული განვითარების პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს.
