Skip to content
03/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დონალდ ტუსკი – პოლონურ-უკრაინულ ურთიერთობებს ორმხრივი კეთილი ნება სჭირდება და არა ვარშავის ცალმხრივი ერთგულება

მარშალ პრესი 03/07/2026
donald tusk

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონურ-უკრაინული ურთიერთობები ორმხრივ კეთილ ნებას საჭიროებს და არა ვარშავის ცალმხრივ ერთგულებას.

„მაქვს სიგნალები, რომ უკრაინულმა მხარემ გააცნობიერა, რომ ღირს წარსულზე გულწრფელი საუბრისთვის გზების ძიება და არ ღირს ამ დაძაბულობის გამწვავება“, – აღნიშნა ტუსკმა და დასძინა, რომ დაძაბულობის მიზეზი სწორედ უკრაინული მხარეა.

ამასთან, დონალდ ტუსკმა ნატო-ს სამიტზე მიმავალი პოლონური დელეგაციის წევრებს მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ განცხადებების დროს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებების მსვლელობისას პოლონეთი არ შეცვლის თავის პოზიციას უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ვარშავა არ აპირებს დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

„დელეგაციას მივმართავ თხოვნით, სიფრთხილე გამოიჩინონ პოლონეთის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადებისას. არა იმიტომ, რომ უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა არ სჭირდება, არამედ მიმაჩნია, რომ პოლონეთს ძალიან დიდი ვალდებულებები აქვს ევროკავშირის მთელი აღმოსავლეთი საზღვრის მიმართ და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

Post navigation

Previous: საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
Next: ირაკლი კობახიძე შავკატ მირზიოევს – ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩვენს ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს, ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას და ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.