Skip to content
03/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ამერიკასთან ნელა, მაგრამ პოზიტიურად ხდება ურთიერთობების აღდგენა

მარშალ პრესი 03/07/2026
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე.

მისი თქმით, ამერიკაში, ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საქართველოსთან მიმართებით აღარ კეთდება ისეთი უსამართლო განცხადებები, როგორიც ყოველ მეორე დღეს კეთდებოდა თეთრი სახლიდან.

დეპუტატის განცხადებით, ახლა ამერიკასთან ნელა, მაგრამ პოზიტიურად ხდება ურთიერთობების აღდგენა.

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საქართველოსთან მიმართებით აღარ კეთდება ისეთი უსამართლო განცხადებები, როგორიც იყო ყოველ მეორე დღეს თეთრი სახლიდან. პირიქით, ისინი ამბობენ იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მაგალითად, სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებით, ასევე ტრამპმა გააუქმა USAID-ი იმ მიზეზით, რომ ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში შიდა არეულობისთვის, ხელისუფლების უკანონოდ შეცვლისთვის და ა.შ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

განცხადება გაკეთდა მარკო რუბიოს მხრიდანაც, სადაც მან აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციიდან საქართველოსთან მიმართებით ერგოთ მძიმე მემკვიდრეობა. ცხადია, მარტივი არ არის საქართველოსთან დაკავშირებით თეთრ სახლში დატოვებული დოკუმენტაციის შესწავლა, გაანალიზება. ამ ყველაფერს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდა და ახლა უკვე ამერიკაში ჩადის საქართველოს დელეგაციები და პირიქით, საქართველოში ჩამოდიან ამერიკული დელეგაციები; გაიმართა პრემიერ-მინისტრის და ამერიკის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო საუბარი და ა.შ.

ამერიკის ინტერესშია, საქართველო დარჩეს, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ პრობლემა არასდროს გვქონია, თუმცა სტრატეგიული ხელშეკრულება ნიშნავს, რომ მე, ანუ სახელმწიფო უნდა მაღიარო სუვერენულ ქვეყნად და მერე გამოგყვები ყველაფერში, რაც არ კეთდებოდა ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან.
ძალიან კარგია, რომ ამერიკასთან ნელ-ნელა, მაგრამ პოზიტიურად ხდება ურთიერთობების აღდგენა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმართ ნდობა შეირყევა, თუ შერჩევითი მიდგომის განცდა გაძლიერდება
Next: შარლატანები ხართ, ჯერ ხალხი საციხოდ გაწირეთ მორიგი ფსევდორევოლუციის გამო, ახლა თავად საელჩოში ლეგიტიმურ მთავრობას უსმენთ – ზაზა დობორჯგინიძე ოპოზიციას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.