Skip to content
03/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირს ჩინეთთან წლიურად 700 მილიარდის სავაჭრო ბრუნვა აქვს, ჩვენ კი ჩინეთთან ურთიერთობის გამო გვაკრიტიკებენ. რაც შეეხება ირანს, მათაც მოგვისამძიმრეს პატრიარქის გარდაცვალება, საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლაც ელემენტარული ეთიკაა

მარშალ პრესი 03/07/2026
guram macharashvili01

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკა. მან აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო სივრცეში უკვე 4 წელია სწორი გზით მიდის, აღრმავებს ურთიერთობას ჩინეთთანაც. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის, მათ შორის ამერიკისა და ევროკავშირისთვის, თუმცა ევრობიუროკრატიის მხრიდან მაინც კრიტიკის საგანია საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა:

„მსოფლიოში ჩინეთთან დაკავშირებით ყველამ შეცვალა პოლიტიკა. ტრამპიც კი ჩავიდა ჩინეთში. ის რუსეთუმეა? ევროკავშირის წარმომადგენლებიც რუსეთუმეები არიან? მარტო ჩასვლა-ჩამოსვლაზე ხომ არაა საუბარი- საუბარია ევროკავშირთან 700 მილიარდიან წლიურ ბრუნვაზე. ჩვენ კი ევრობიუროკრატები გვეუბნებიან, სტრატეგიული ხელშეკრულება რატომ გაქვთ ჩინეთთანო“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ ირანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დიპლომატიური და ეთიკური ჟესტია. მან გაიხსენა ირანის ელჩის სამძიმარიც, როცა გარდაიცვალა ილია მეორე. მაჭარაშვილმა თქვა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის არაა მნიშნელოვანი პრეზიდენტის ირანში სამძიმრის გამოცხადებისთვის ჩასვლა- მათი მთავარი მიზანი დესტრუქციაა.

„4 წელია წინ მივდივართ და ვერავინ დაამტკიცა, რომ უკრაინა-მოლდოვაში უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორად მივდივართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მსოფლიოში ჩინეთთან დაკავშირებით ყველამ შეცვალა პოლიტიკა. ტრამპიც კი ჩავიდა ჩინეთში. ის რუსეთუმეა? სხვათაშორის, ტრამპს რუსეთუმეს უწოდებდნენ კიდეც წარსულში, ახლა- აღარ. ამერიკის ვიცე პრეზიდენტიც რუსეთუმეა? ევროკავშირის წარმომადგენლებიც? ახლა სი ძინ პინიც აპირებს ამერიკაში ჩასვლას. მარტო ჩასვლა-ჩამოსვლაზე ხომ არაა საუბარი. საუბარია ევროკავშირთან 700 მილიარდიან წლიურ ბრუნვაზე. ჩვენ კი ევრობიუროკრატები გვეუბნებიან, სტრატეგიული ხელშეკრულება რატომ გაქვთ ჩინეთთანო. ტრამპის სიტყვებით, ამერიკასთან სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გაზრდა იგეგმება. ამხელა ეკონომიკური ურთიერობა, პოლიტიკის გარეშე არ არსებობს.

რაც შეეხება ირანში ჩასვლა-ჩამოსვლას, რეგიონში სახელმწიფოებთან ურთიერთობების დამყარებასა და არსებულ გამოწვევებს, რა თქმა უნდა, ეს საკითხები მნიშნელოვანია. აქ არაა საუბარი სავაჭრო შეთანხმებაზე, ან სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმებაზე. აქ საუბარია პატივის მიგებაზე. ირანში ჩადიან ჩვენი რეგიონის სხვა სახელმწიფოებიც. რატომ მათზე არ საუბრობენ? აგენტურული ქსელი არაა ხელისუფლების ოპონენტი. რადიკალური ოპოზიცია, რეალურად, ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება. გავიხსენოთ, ირანის ელჩმა მოგვისამძიმრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება და ეს ჩვენმა მოსახლეობამ იცის.

მისამძიმრება ელემენტარული ეთიკაა, თუმცა აგენტურისთვის მსგავსს არ აქვს მნიშვნელობა და ფასი. ყველას გვახსოვს, როგორ იქცეოდა აგენტურული ქსელი, როცა ირან-ამერიკის ომი დაიწყო. რადიკალური ოპოზიცია, აგენტურული ქსელი და ჟურნალისტები ხან ირანის ელჩთან მიდიოდნენ, პირდაპირ ეუბნებოდნენ, რატომ არ ურტყამთ საქართველოს, როცა ამერიკის ინტერესებს იცავსო ქვეყანა და შემდეგ მიდიოდნენ ამერიკის წარმომადგენელთან და ეუბნებოდნენ, ირანის ინტერესებს იცავს საქართველო და იქნებ შენ მაინც დაარტყაო. მათ არ აინტერესებთ დიპლომატიური და ეთიკური ჟესტები, მათი მომგებიანობა ან წამგებიანობა. მათი უმთავრესი პრინციპი და ამოსავალი წერტილია- რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი ჩვენთვის,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ნანა სანდერის ბრალდებებს პასუხობს
Next: დავით ქართველიშვილი: გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმართ ნდობა შეირყევა, თუ შერჩევითი მიდგომის განცდა გაძლიერდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.