Skip to content
03/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: რაც გუშინ ბაბუცა პატარაიამ ამერიკის საელჩოში იკადრა, არის უკიდურესი შეურაცხყოფა

მარშალ პრესი 02/07/2026
david kartvelishvili

ყველაფერს აქვს თავისი ეტიკეტი, ნორმა და წესი. ის, რაც გუშინ ბაბუცა პატარაიამ ამერიკის საელჩოში იკადრა, არის უკიდურესი შეურაცხყოფა როგორც ამერიკის, ასევე ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თითოეული ამერიკელის და საელჩოს ყველა წარმომადგენლის, – წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, “საფარის” ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას მიერ თბილისში, აშშ-ის საელჩოში მოწყობილ პროვოკაციაზე. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არც საელჩოს წარმომადგენლებს მოეწონებოდათ ეს “უკიდურესად ქაჯური საქციელი”, მაგრამ პატარაიასგან განსხვავებით, მათ ზრდილობა და კულტურა გააჩნიათ და მხოლოდ ამიტომ არ “დაიფრინეს”დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან.

„ყველაფერს აქვს თავისი ეტიკეტი, ნორმა და წესი. ის, რაც გუშინ ბაბუცა პატარაიამ ამერიკის საელჩოში იკადრა, არის უკიდურესი შეურაცხყოფა როგორც ამერიკის, ასევე ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თითოეული ამერიკელის და საელჩოს ყველა წარმომადგენლის. აღარაფერს ვამბობ საქართველოზე, ამ ქალს არც სამშობლო აქვს და არც ქართველობისა სცხია რაიმე, მაგრამ ისე როგორ უნდა დეგრადირდე ადამიანი, რომ მასპინძელს მსგავსი შეურაცხყოფა მიაყენო. დარწმუნებული ვარ, რომ არც საელჩოს წარმომადგენლებს მოეწონებდათ ეს უკიდურესად ქაჯური საქციელი, მაგრამ ბაბუცასგან განსხვავებით მათ ზრდილობა და კულტურა გააჩნიათ და მხოლოდ ამიტომ არ დაიფრინეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან.“ – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს არჩეული კურსი ევროპული ღირებულებაა და არასდროს იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანდრიუს კუბილიუსის კურსი იმიტომ, რომ ისინი გაცხადებულად ამბობენ, რომ ევროკავშირში თუ შევალთ ვიქნებით ყურმოჭრილი მონები
Next: გურამ მაჭარაშვილი: როდესაც სიტყვიერი გამოსვლებით ან ჟესტიკულაციით გამომწვევად იქცევი, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება ექნებათ. თან ეს ხდება ვისგან – გახარიას პარტიისგან, რომელიც გახდა ჩვეულებრივი მოღალატე ქვეყნის და გუნდის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.