Skip to content
03/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზაზა დობორჯგინიძე აშშ-ის საელჩოში გამართულ მიღებაზე: რატომ არ გააპროტესტა იქ მყოფმა ოპოზიციამ და ენჯეო სექტორმა ის ფაქტი, რომ არალეგიტიმურ და რუს პრემიერს ასმენინებენ?

მარშალ პრესი 02/07/2026
zaza doborjginidze

 

რატომ არ გააპროტესტა იქ მყოფმა ოპოზიციამ და ენჯეო სექტორმა ის ფაქტი, რომ არალეგიტიმურ და რუს პრემიერს ასმენინებენ? არჩევნები აღარ გაყალბდა? დასავლეთის მიერ მთავრობის ლეგიტიმაციას არ უწყობს ეს ხელს? – წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.

დობორჯგინიძის განცხადებით, საზეიმო მიღებაზე მყოფმა ოპოზიციამ და ენჯეო სექტორმა იმიტომ არ გააპროტესტა პრემიერის სიტყვით გამოსვლა, რომ მათ სხვადასხვა მიზეზი აქვთ ამისთვის, პირველი ის არის, რომ „რუსული რეჟიმის“ საკითხი დაბალი რანგის პარტაქტივზე აქვთ გათვლილი და თავად „არ გაიშარებიან”, ხოლო მეორე მომენტი კი ისაა, რომ საკუთარი სამშობლოსგან განსხვავებით, მათ აშშ-ის მიმართ რიდი და პატივისცემა აქვთ.

„რატომ არ გააპროტესტა იქ მყოფმა ოპოზიციამ და ენჯეო სექტორმა ის ფაქტი, რომ არალეგიტიმურ და რუს პრემიერს ასმენინებენ? არჩევნები აღარ გაყალბდა? დასავლეთის მიერ მთავრობის ლეგიტიმაციას არ უწყობს ეს ხელს? ორი მომენტია, ერთია, რომ თავად არ სჯერათ მთელი ამ დისკურსის “რუსული რეჟიმის” შესახებ, ეგ არის დაბალი რანგის პარტაქტივზე გათვლილი პროპაგანდა, რომ ვინმე შეასკდეს სპეცრაზმს და პოლიციას ამოყოს თავი ციხეში, სანამ ესენი საელჩოში გულაობენ. ფოერვერკებს დაარიგებენ და თავად არ გაიშარებიან. მეორე ისაა, რომ განსხვავებით საკუთარი სახელმწიფოსგან, ამერიკის პატივისცემა და რიდი აქვთ, როგორც კოლონიურ სუბიექტებს.“- წერს ზაზა დობორჯგინიძე.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობდა
Next: გია აბაშიძე ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე: სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოძიება უკვე დაწყებულია, ყველა გამოვლინდება და შესაბამისად დაისჯება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.