Skip to content
01/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (DIBS) 10 წლის იუბილე აღნიშნა

მარშალ პრესი 01/07/2026
505

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (DIBS) 10 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სიტყვით მიმართა. მან სკოლის წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, მათი 10-წლიანი საქმიანობის შედეგებსა და მიღწევებზე ისაუბრა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ხელმძღვანელმა ამალ ბაჰადურმა.

ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებრივი მედლებით — „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის“ — სკოლის თანამშრომლები დააჯილდოვა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე – მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში, არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.