Skip to content
01/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყებაზე: გახარიას და მისი პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი, მერე სხვანაირი შედეგი არ დადგეს, რადგან ნათლად ჩანს, ვინ როგორ წამოიწყო ძალადობა

მარშალ პრესი 01/07/2026
irakli zarkua

„გახარიას და მისი პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი, ე მანდ, სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს იმიტომ, რომ ნათლად ჩანს ვინ როგორ წამოიწყო [ძალადობა]“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საპარლამენტო ფრაქცია „გახარია-საქართველოსთვის“ მოთხოვნაზე, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.

ზარქუას არ ფიქრობს, რომ თუ გამოძიება დაიწყება, ოპოზიციური ფრაქციისთვის სახარბიელო დასკვნით დამთავრდეს ყველაფერი.

„პარლამენტებში, ზოგადად, ეს ცუდია, მაგრამ ეს ხდება. საქართევლოს პარლამენტში კი არა, ევროპის პარლამენტებში, უფრო განვითარებული სახელმწიფოების პარლამენტებშიც არის ეს ცემა-ტყეპა და ემოციები. ლამაზია?- არ არის ლამაზი. მისაღებია?- არ არის მისაღები, მაგრამ როდესაც ადამიანი შეურაცხყოფას გაყენებს იქ ხდება.
ვინმემ თუ აქ გამოძიება დაიწყო, არ მგონია, სახარბიელო დასკვნებით და ანალიზით დამთავრდეს ეს ამბავი იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ იყო ამის ინიციატორი, ვინ წამოიწყო შეურაცხყოფები და მერე როგორ და რანაირად გაგრძელდა. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ბოლოს მაინც ეს ქნეს, თან როდის?- როდესაც ვამთავრებდით. მანამდე ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა და ჩვენ მაქსიმალურად თავს ვიკავებდით, მაგრამ ბოლოს ზღვარს გადავიდნენ და მოხდა ის, რაც მოხდა, რაც ბუნებრივია არ იყო ლამაზი.“-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Post navigation

Previous: ზაქარია წიკლაური: ხელისუფლების გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიას „ვივამედში“ გადაყვანის შესახებ, აჩვენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა პრიორიტეტულია
Next: დავით ქართველიშვილი: ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გაეროში მოსკოვსა და კიევს მოუწოდა, დაუყოვნებლივ განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები – პეკინი ოფიციალურად გადადის იძულებით დიპლომატიურ რეჟიმზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.