Skip to content
01/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცოტნე ივანიშვილი მოქალაქეს: საქართველოსთვის ნამდვილად არის დამღუპველი პრობლემის არ აღიარება. სხვას რომ უჯავრდები, ხომ ხედავ, უპრობლემოდ შეგიძლია კომენტარის დაწერა

მარშალ პრესი 01/07/2026
tsotne ivanishvili3

თუ ჩემს პოზიციას ვინმე იზიარებს, ნუ თარგმნი ისე, რომ ვინმეს ეშინია, უხერხულია- ამ სიტყვებით უპასუხა ცოტნე ივანიშვილმა სოციალურ ქსელში მოქალაქეს, რომელმაც ივანიშვილის ინტერვიუს ვიდეოზე კომენტარი დაწერა და ხალხს პრეტენზიით მიმართა, რატომ არავინ ეწინააღმდეგება ცოტნეს აზრს.

მოქალაქე წერს, რომ ქათინაური და ღლაბუცია საქართველოს დამღუპველი.

“როგორ არავინ არ ეწინააღმდეგებით ეგრე რამ შეგაშინათ? ტყუილიც რომ თქვას მაინც გაავსებთ ქათინაურებით. აი ეგ ქათინაური და ღლაბუცია საქართველოს დამღუპველი. პირიქით შეუსწორეთ, არ დაეთანხმოთ, საღი აზრი გამოატანინეთ ახალგაზრდას, მაგასაც ნუ დაღუპავთ”- აღნიშნავს ტრაპაიძე.

თავის მხრივ, ცოტნე ივანიშვილი ტრაპაიძეს დისკუსიას სთავაზობს და ამასთან მიუთითებს, რომ მასაც უპრობლემოდ შეუძლია აზრის დაფიქსირება.

“ლაშა, მოგესალმები. პირველ რიგში მინდა გთხოვო, რომ ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. თუ ჩემს პოზიციას ვინმე იზიარებს, ნუ თარგმნი ისე, რომ ვინმეს ეშინია, უხერხულია. საქართველოსთვის ნამდვილად არის დამღუპველი პრობლემის არ აღიარება, ხარვეზის ვერ დანახვა და შეცდომის არ შესწორება, მაგრამ სხვას რომ უჯავრდები, ხომ ხედავ რომ უპრობლემოდ შეგიძლია აქ კომენტარის დაწერა. ამიტომ მე პირადად მაინტერესებს შენგან კონკრეტულად რაში არ მეთანხმები, რომელი პოზიციაა მიუღებელი შენთვის და ასევე კარგი იქნება, თუ მიუღებელ თეზისზე საკუთარ შეხედულებასაც გამაცნობ. ვიკამათოთ, დისკუსიაში შევიდეთ ერთმანეთთან, მხოლოდ სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ და მორალის კითხვას ნუ დაუწყებ ადამიანებს მათი პოზიციის გამო.”- წერს ცოტნე ივანიშვილი.

Post navigation

Previous: ზაქარია წიკლაური: პოლიტიკური პოლარიზაციის, საქართველოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციებისა და გარე ზეწოლის მიუხედავად, დედაქალაქის გუნდი აკეთებს ყველაფერს, რაც მოსახლეობასა და ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებას სჭირდება
Next: ზაქარია წიკლაური: ხელისუფლების გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიას „ვივამედში“ გადაყვანის შესახებ, აჩვენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა პრიორიტეტულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.