Skip to content
30/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაჭრილ მებრძოლთა კვირეული ოფიციალურად გაიხსნა

მარშალ პრესი 30/06/2026
dmb

თავდაცვის უწყება 30 ივნისს დაჭრილ მებრძოლთა დღეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ჩატარდა. დაჭრილ მებრძოლებს კვირეულის გახსნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად ზრუნავს დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციაზე, სოციალურ დაცვასა და სამედიცინო მხარდაჭერაზე. თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა, ქართველი სამხედროების წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, რის გამოც მათ საერთაშორისო პარტნიორების აღიარება დაიმსახურეს. 

ირაკლი ჩიქოვანმა დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის საქმეში საზოგადოების მონაწილეობაზე და, ამ კუთხით, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან“ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან მოწვეულ სტუმრებს სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებაც გააცნო, რომელიც, მთავრობის მხარდაჭერით, დაჭრილი მებრძოლებისთვის ყოველთვიური დანამატის  50%-ით გაზრდას ითვალისწინებს. 

დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს,  თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირეული, მებრძოლებისთვის მადლობის გადახდის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. 

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ დაჭრილ მებრძოლთა აქტიური ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში მიღებული ჯილდოების  ექსპოზიცია მოეწყო. სტუმრებს დაშავებული სამხედროებისთვის უწყების მიერ შეძენილი ეტლებისა და სპორტული ინვენტარის დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ. 

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, თავდაცვის უწყებისა და პარტნიორი ორგანიზაციების  წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივნისი ოფიციალურად დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღედ არის გამოცხადებული. ამ თარიღთან დაკავშირებით ტრადიციულად იმართება სპორტული და კულტურული კვირეული, რომლის მიზანია დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, მათი მიღწევების წარმოჩენა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

Post navigation

Previous: ზაქარია წიკლაური: პეტერ ფიშერი იყო ელჩი, რომელიც არღვევდა როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს – თავად იყო პოლარიზაციის ინიციატორიც და აქტორიც
Next: დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „ურსულა/კალასები” ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან – სანამ თქვენ არ იქნებით ქვეყნის სათავეში, ჩვენს რუკებზე საქართველო არ გაჩნდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.