Skip to content
30/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიას შორის

მარშალ პრესი 30/06/2026
irakli kobakhidze23

ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა, იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს და გერმანიას წლების განმავლობაში განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებდათ, რისთვისაც საქართველო გერმანიის მადლიერია და სამწუხაროდ პეტერ ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა ამ ურთიერთობებს.

„თქვენ იცით, რომ ტრადიციულად საქართველოსა და გერმანიას შორის იყო ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობები. ძალიან დიდი როლი შეასრულა გერმანიამ, განსაკუთრებით 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო და მაშინ გერმანია გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას და ასე გრძელდებოდა ურთიერთობები წლების განმავლობაში. პრინციპში, ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შემობრუნდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მადლიერები ვართ გერმანიის წლების მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამო და დიდი სურვილი გვაქვს, რომ აღდგეს მეგობრული ურთიერთობები, რასაც ვიყავით მანამდე მიჩვეული. სამწუხაროდ ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა ამ ურთიერთობებს და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ძალიან მძიმე ვითარებაა ჩამოყალიბებული აგენტურის შიგნით
Next: ირაკლი კობახიძე – ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.