Skip to content
30/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი – ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დავასრულოთ ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილი და აგრესია ჩვენს ქვეყანაში, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა

მარშალ პრესი 30/06/2026
irakli kobakhidze
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავასრულოთ  ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილი და აგრესია  ჩვენს ქვეყანაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული  მნიშვნელობა.
„ეს პროცესი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჯანსარი ურთიერთობები არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში. წლების მანძილზე, პირველ რიგში უცხოური დაფინანსებით, თავს გვახვევდნენ სიძულვის, აგრესიას და ეს უნდა დასრულდეს. ეს არის ქართული კულტურისთვის მიუღებელი მოვლენა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავასრულოთ  ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილი და აგრესია  ჩვენს ქვეყანაში. ამ კუთხით, ამ სამმართველოს და მის მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული  მნიშვნელობა.  მის საქმიანობას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: პრემიერი – ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი
Next: ირაკლი კობახიძე – ძალიან მძიმე ვითარებაა ჩამოყალიბებული აგენტურის შიგნით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.