IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, ქვეყანაში რასიზმთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შესასწავლად სამთავრობო კომისიას ქმნის.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეუძლებელია იმ ათი ათასობით ადამიანის გრძნობის იგნორირება, რომლებმაც აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ, დემონსტრაციები ლონდნსა და დიდი ბრიტანეთის სხვა ქალაქებში გამართეს.

„თვალყური უნდა ვადევნოთ დისკრიმინაციის შემთხვევებს განათლების, ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სისტემებში, ჩვენ უნდა შევისწავლოთ როგორ მოქმედებს ეს ფერადკანიან და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებზე. ვწყვეტთ დისკრიმინაციას, ვძირკვავთ რასიზმს და ვიწყებთ წარმატების მოლოდინს, აი, რისი მიღწევა მსურს,“- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

შეგახსენებთ, აშშ-ში ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება დიდ ბრიტანეთშიც გააპროტესტეს და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ანტირასისტული დემონსტაციები გაიმართა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება