Skip to content
29/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს – მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის, განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში

მარშალ პრესი 29/06/2026
1005

ბატონო პრეზიდენტო, გულწრფელ მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის. ეს ორდენი აღნიშნავს განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც არსებობს ჩვენს ორ ქვეყანასა და ხალხს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის “მეგობრობის” საპატიო ორდენით დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყაზახეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

“ბატონო პრეზიდენტო, გულწრფელ მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის. ეს ორდენი აღნიშნავს განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც არსებობს ჩვენს ორ ქვეყანასა და ხალხს შორის. ჩვენ ვამაყობთ ამ ძლიერი მეგობრობითა და პარტნიორობით. ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და მტკიცედ ვართ განწყობილნი, ყველაფერი გავაკეთოთ ამ მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები. მადლობას გიხდით განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში.

საქართველოს მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს და განავითაროს ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. დღევანდელი დღე უკვე ისტორიულია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ჩვენ ხელი მოვაწერეთ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანს. ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მეგობრობისთვის, მხარდაჭერისთვის და თქვენი ქვეყნის მტკიცე სურვილისთვის, კიდევ უფრო გაღრმავდეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ძლიერი პარტნიორობა, რაც ახალ თავს დაწერს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში
Next: კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ირაკლი კობახიძეს – ბატონო პრემიერ-მინისტრო, გამორჩეული ლიდერობისა და ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად, გადმოგცემთ „მეგობრობის“ პირველი ხარისხის ორდენს, ეს ჯილდო ჩვენი ქვეყნების მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.