Skip to content
28/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩ ბექა დვალს შეხვდა

მარშალ პრესი 28/06/2026
840560-30

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ბექა დვალს შეხვდა, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას 1-ლი ივლისიდან შეუდგება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ თანამშრომლობას და მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ბექა დვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში, მათ შორის იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიაში.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
Next: ჯაბა ხუბუა: ფონ დერ ლაიენი აღფრთოვანებას ვერ მალავს უნგრეთის დედაქალაქში გამართული ლგბტ პრაიდის გამო – ევროპა, რომელიც ლგბტ პრაიდებით ამაყობს, საქართველოსთვის ვერასოდეს იქნება მისაღები და მისაბაძი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.