Skip to content
27/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი ოპოზიციაზე – როცა ვუყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე – ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა

მარშალ პრესი 27/06/2026
irakli kobakhidze

ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს არ ჰგავს, როცა ვუყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე –  ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა, ასეთი იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ, მათაც დაკარგული ჰქონდათ კაცს – კაცის სახე და ქალს – ქალის სახე და ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რაც საზოგადოებამ დღეს სხდომათა დარბაზში იხილა.

„ნამდვილად სამწუხაროა, რაც ვიხილეთ სხდომათა დარბაზში. აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე. როდესაც შეხედეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე. გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ეს არის მათი სამარცხვინო სახე. თუმცა აქ რთულია რაიმე შეცვალო, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც არ გაქვს არც განათლება, არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება და არც პატრიოტიზმი, რთულია, სხვანაირად იმოქმედო და ამ დღეში არიან ეს ადამიანები. ძალიან სამწუხაროა, რომ პირდაპირ ვიტყვი – კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს არ ჰგავს. როცა ვუყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე, ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა. ასეთი იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ.

მათაც დაკარგული ჰქონდათ კაცს – კაცის სახე და ქალს – ქალის სახე და ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. საერთო რა ჰქონდათ მაშინდელ ბოლშევიკებს და დღევანდელ აგენტურას, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ვუწოდებდით, რაც მათთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო. საერთო არის ის, რომ ორივე იყო აგენტურა. როდესაც ხელი გაქვს მოწერილი ჯაშუშობაზე, აგენტობაზე, იქ უბრალოდ შეუძლებელია შენთვის, რომ იმოქმედო ღირსეულად, კაცმა კაცივით, ქალმა ქალივით, ეს უბრალოდ შეუძლებელია. ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, მათ შორის, ახალგაზრდები და მთავარი რჩევა, რაც უნდა მივცეთ ადამიანებს, რომელთაც პოლიტიკაში უნდათ მოსვლა, თუ არ უნდათ პოლიტიკაში მოსვლა, არის ის, რომ არც ერთ შემთხვევაში, ხელი არ მოაწეროთ აგენტობაზე.

მე მახსოვს, პოპულარიზაციას ცდილობდნენ აგენტობის და მიჯნავდნენ ქვეყნებს ერთმანეთისგან. ამბობდნენ, რომ რომელიღაც ქვეყნის აგენტობა შეიძლება იყოს სათაკილო და რომელიღაც ქვეყნის აგენტობა შეიძლება იყოს არათუ მისაღები, არამედ მისასალმებელიც და ამ პროპაგანდის მსხვერპლები არიან ეს ადამიანები. მათ, რეალურად, ხელი მოაწერეს საკუთარ ღირსებაზე უარის თქმას და ხედავთ ამის კონკრეტულ გამოხატულებას დღეს ჩვენს სხდომათა დარბაზში, რაც ძალიან სამწუხაროა,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

Post navigation

Previous: არ მოსწონთ „თვალთხარიას“ იმიჯი და აცხადებენ, რომ თითქოს მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით
Next: ევროკომისიის შენობაში კონდიცირების სისტემა სიცხის ტალღის გამო გათიშეს, თუმცა შეზღუდვა არ შეხებია ზედა სართულებს, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენისა და სხვა კომისრების კაბინეტებია განთავსებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.