Skip to content
27/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. შარშან ინფლაცია იყო 3,9 პროცენტი, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი

მარშალ პრესი 26/06/2026
irakli kobakhidze

 საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. შარშან ინფლაცია იყო 3,9 პროცენტი, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

 მთავრობის მეთაურის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 0,3 პროცენტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო 2,6 პროცენტი, რაც განახევრდა 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

 „საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. შარშან ინფლაცია იყო 3,9 პროცენტი, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი. ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 0,3 პროცენტი. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო 2,6 პროცენტი, რაც განახევრდა 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როცა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო 5,3 პროცენტი. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია.

 საქონლის ექსპორტი გაიზარდა 11,2 პროცენტით 2025 წელს წინა წელთან შედარებით და მიაღწია რეკორდულ 7,3 მილიარდ დოლარს. რაც შეეხება მთავრობის საგარეო ვალს, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ანუ შარშანდელი წლის ბოლოს, მთავრობის საგარეო ვალი შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 34,4 პროცენტს. 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით საგარეო ვალმა შეადგინა 31,5 პროცენტი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს მთავრობის საგარეო ვალმა გადააჭარბა 60 პროცენტს და ჩვენ მოვახერხეთ ამ მაჩვენებლის ჩამოყვანა 31,5 პროცენტამდე, რაც არის რა თქმა უნდა მთავრობის ძალიან სერიოზული ძალისხმევის შედეგი“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერი – 2024 წელს თუ იყო რკინიგზის წმინდა მოგება 68 მილიონი ლარი, 2025 წელს შეადგინა 145 მილიონი ლარი. 2026-28 წლებში დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი ვაგონის შესყიდვა, ასევე ავტომატიზებული სისტემების დანერგვა და ამ ყველაფრის შედეგად რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 15-დან 30 მილიონ ტონამდე
Next: ირაკლი კობახიძე – „საქართველოს ფოსტა“ იყო წამგებიანი ორგანიზაცია და მთელი ამ გასული წლების განმავლობაში, „საქართველოს ფოსტა“ პირველად წელს გავა მოგებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.