Skip to content
28/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი, თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა, შეიქმნა ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის 1-წლიანი მუშაობის შედეგად ჯამში დაიზოგა 101 მლნ ლარი

მარშალ პრესი 26/06/2026
irakli kobakhidze

ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი, თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, ეფექტიანობის დეპარტამენტის 1-წლიანი მუშაობის შედეგად, მთავრობამ მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვა შეძლო, რაც ისევ ქვეყნის განვითარებას მოხმარდება.

„წარმოგიდგენთ ყოველწლიურ ანგარიშს სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე. ეს ანგარიში მოიცავს გასული წლის მეორე ნახევარს და მიმდინარე წლის პირველ ნახევარს, როგორც ეს დადგენილია ჩვენი კონსტიტუციითა და კანონმდებლობით.

ანგარიში თავისი შინაარსით ძალიან მოცულობითია და დროის სიმცირიდან გამომდინარე მე საშუალება მექნება, დღეს წარმოგიდგინოთ ამ ანგარიშის ძირითადი საკვანძო ასპექტები.

შარშანდელი წელი იყო გარდამტეხი მთავრობის საქმიანობაში სხვადასხვა თვალსაზრისით. ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს მთავრობის საქმიანობაში. ამ წლის განმავლობაში, თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა და ეს იყო მთავარი გარდამტეხი ცვლილება, რაც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით. ეს საკადრო ცვლილებები ეხებოდა უშუალოდ სამთავრობო და მთავრობასთან დაკავშირებულ უწყებებს, მათ შორის, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობაში შეიქმნა ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აქტიურადაა დაკავებული ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფით. 2025 წელს დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად გადაიხედა 115 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები, საიდანაც დაიზოგა 67 მლნ ლარზე მეტი. ეს არის ის თანხა, რომელიც ისევ ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს. 2026 წელს, დეპარტამენტის საქმიანობიდან მიღებულმა პირდაპირმა ეკონომიამ შეადგინა 67 მლნ ლარი, ხოლო ეკონომიამ მონიტორინგის შედეგად კორექტირებული ტენდერებიდან – 34 მლნ ლარი. ჯამში, ეს არის 101 მლნ ლარი. ეს არის ამ 1 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგი. ასევე ამ დეპარტამენტის ჩართულობით შეიქმნა ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელი, რაც უზრუნველყოფს შესყიდვების პროცედურების სრულ გამჭვირვალობას და ა.შ. ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რამდენადაა შეცვლილი მიდგომა, დამოკიდებულება სახელმწიფოს მართვის მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: აშშ-ის კონგრესი FARA-ს ამკაცრებს
Next: ირაკლი კობახიძე – 2025 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 283 ლარი, 2020 წელს საშუალო ხელფასი იყო 1191 ლარი და 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია, ესეც არის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.