Skip to content
27/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის მოქალაქეებს ღირსების მედლები გადასცა

მარშალ პრესი 26/06/2026
01

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის მოქალაქეებს ღირსების მედლები გადასცა.

ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების მედალი გადასცა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის ინსპექტორს, ნიკოლოზ ოვჩარენკოს, ასევე, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კანცლერს, ლალი ხვედელიძეს, სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის თანაშემწეს, პირველი რანგის კაპიტანს, მიხეილ ბაჯელიძეს და საზღვაო კინოდოკუმენტალისტს, პაატა ტაბაღუას.

დღეს გამართული საზეიმო ღონისძიების ფარგლებში შედგა ახალგაზრდა მეზღვაურების ფიცის დადების ცერემონია, რის შემდეგაც პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საზღვაო მიმოსვლის, საქართველოს სავაჭრო-სატრანზიტო როლისა და მეზღვაურების პროფესიონალიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიებას პრეზიდენტთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: პრემიერი კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტზე – ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესებაა, მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება
Next: ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას, ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.