Skip to content
25/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

2026 წლის საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმმა მუშაობა დაასრულა

მარშალ პრესი 25/06/2026
729204550_1428958092603813_1912014986830176546_n

საქართველოში საჯარო სერვისების მიწოდების მოდელსა და სერვისების ციფრულ ტრანსფორმაციაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში მიმდინარე გაერო-ს ფორუმზე.

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი მრგვალი მაგიდის ფორმატში გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა დელეგატების კითხვებს უპასუხა და ყურადღება გაამახვილა ფიზიკური და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც ქვეყანაში საჯარო სერვისებზე უნივერსალურ წვდომას უზრუნველყოფს.

კერძოდ, აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება; სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში; მომსახურების მიღებისას უზრუნველყოფილია ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები; 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ონლაინ ერთიან ელექტრონულ პორტალზე MY.GOV.GE; მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა; სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია კი, განმტკიცებულია საქართველოს 2025-2030 წლების ციფრული მმართველობის სტრატეგიის დოკუმენტით.

„ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას, ჩვენი სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას, რათა სახელმწიფო სერვისები დარჩეს ხელმისაწვდომი, ოპერატიული და მოქალაქეზე ორიენტირებული“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

23-25 ივნისს თბილისი საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმს მასპინძლობს, სადაც მსოფლიო ლიდერები საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოქალაქეზე ორიენტირებული, ინოვაციური საჯარო სერვისების საკითხებზე მსჯელობენ.
მაღალი დონის ფორუმის თბილისში ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთაც საქართველო წლებია, ახორციელებს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისათვის.

Post navigation

Previous: პაატა სალია: „ამ ფორუმმა საქართველო კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საჯარო სერვისებისა და საჯარო მმართველობის თვალსაზრისით“
Next: პაატა სალია: „ამ ფორუმმა საქართველო კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საჯარო სერვისებისა და საჯარო მმართველობის თვალსაზრისით“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.