Skip to content
25/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პაატა კვიჟინაძე: აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია

მარშალ პრესი 25/06/2026
paata kvizhinadze2

აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია. რატომ არის, იცით, წარმატებული? მარტო იმიტომ კი არა, რომ მაღალკვალიფიციური კადრები ჰყავს და კარგ დასკვნებს დებს, არამედ იმიტომაც, რომ აუდიტის სამსახურს ამოწმებს აუდიტორული კომპანიების „დიდი ოთხეული“, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის (PEFA) ძველი შეფასებით, ახალი არ გამოქვეყნებულა, აუდიტის სამსახურმა უმაღლესი ქულა მიიღო.

„ქალბატონებო და ბატონებო, ბატონმა გიორგიმ ამომწურავად ისაუბრა ჯერ კომიტეტზე და შემდეგ სესიაზე, ამიტომ არ გავმეორდები. ჯერ მოგახსენებთ, რას წარმოადგენს დღეს აუდიტის სამსახური და შემდეგ შევეცდები რამდენიმე შეკითხვაზე პასუხი გავცე.
აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია. რატომ არის, იცით, წარმატებული? მარტო იმიტომ კი არა, რომ მაღალკვალიფიციური კადრები ჰყავს და კარგ დასკვნებს დებს, არამედ იმიტომაც, რომ აუდიტის სამსახურს ამოწმებს აუდიტორული კომპანიების „დიდი ოთხეული“ და უკვე რვა წელიწადია, ეს კომპანიები დებენ უპირობო დასკვნებს, ანუ ყველაზე მაღალ შეფასებას.
ევროკომისიის თხოვნით, მსოფლიო ბანკმა (PEFA) გააკეთა შეფასებები — ახალი არ გამოქვეყნებულა, თუმცა ძველი შეფასებით აუდიტის სამსახურმა მაქსიმალური ქულა მიიღო. აქვე აღიარებაა ისიც, რომ მსოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა სთხოვეს, აუდიტი გაუკეთოს მათ შესრულებებს საქართველოში. მეტი აღიარება რა უნდა იყოს?!
ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი დღეს, მხარი დავუჭირეთ და გთხოვთ, თქვენც დაუჭიროთ მხარი დადგენილებას, სადაც ცნობად იქნება მიღებული აუდიტის სამსახურის ანგარიში,“- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ყველამ იცის, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, მისი მეტსახელიც მინდა გავიხსენო, „სტრეკაზა“, „სტრეკაზა“ არ უნდა ლაპარაკობდეს სხვებზე
Next: პაატა კვიჟინაძე გახარიას პარტიის წევრებს: ევროპაში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახური არის პარლამენტის თვალები. აუდიტის დასკვნა თქვენც, ჩვენც და მთავრობასაც სჭირდება – თქვენ კი ეჩხუბებით. ყველა ის მინუსი, რაც კი იპოვეთ, აუდიტის დასკვნიდან ამოიღეთ. დასკვნა რომ არ გქონოდათ, მაინტერესებს, საერთოდ რას იტყოდით?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.