Skip to content
25/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – თუკი რაიმე არის შეუთავსებელი ევროსაბჭოს ტრადიციულ ღირებულებებთან, ეს არის ის მიდგომა, რომელიც არის ასახული რეზოლუციაში, შეიძლება, ბევრჯერ დაუშანტაჟებიათ ქართველი ხალხი, მაგრამ არც ერთხელ ეს შანტაჟი არ ყოფილა წარმატებული, ქართველმა ხალხმა მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება

მარშალ პრესი 25/06/2026
irakli kobakhidze1

დიდი ხანია, ცდილობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენებას, თუმცა ქართველი ხალხი ამ ყველაფრით არ შანტაჟდება, ქართველ ხალხს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება მიღებული 90-იანი წლების დასაწყისიდან, შესაბამისად, ასეთი შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ ჭრის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუკი რაიმე არის შეუთავსებელი ევროსაბჭოს ტრადიციულ ღირებულებებთან, ეს არის ის მიდგომა, რომელიც არის ასახული ამ რეზოლუციაში.

„აბსოლუტურად მძიმე მდგომარეობაა. ადამიანებს რომ გადახედოთ, რომლებიც აინიცირებდნენ ამ რეზოლუციას, ნახავთ, რომ არაფერი კავშირი არ აქვთ ამ ადამიანებს ტრადიციულ ევროპულ გაგებასთან, აქედან გამომდინარე, თუ რაიმეა არაევროპული, ეს არის სწორედ ევროსაბჭოს ეს კონკრეტული შემადგენლობა და მის მიერ დამტკიცებული დოკუმენტები. არ არის შანტაჟები და მუქარები საინტერესო. დიდი ხანია, ცდილობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენებას, თუმცა ქართველი ხალხი ამ ყველაფრით არ შანტაჟდება, ქართველ ხალხს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება მიღებული 90-იანი წლების დასაწყისიდან, შესაბამისად, ასეთი შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ ჭრის. შანტაჟს არავითარი ფასი არ აქვს, შეიძლება, ბევრჯერ დაუშანტაჟებიათ ქართველი ხალხი, მაგრამ არც ერთხელ ეს შანტაჟი არ ყოფილა წარმატებული ერთი მარტივი მიზეზის გამო, ქართველმა ხალხმა მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება 90-იანი წლების დასაწყისიდან შესაბამისად, ასეთ შანტაჟს ვერ ექნება ვერავითარი ძალა.

ჩვენ გვექნება 2028 წლის 28 ოქტომბერს არჩევნები, იქ თუ მოინდომებს ოპოზიცია პარლამენტში შემოსვლას, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ, მანამდე დემოკრატიული წესით ვმართავთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ის, რასაც გავაკეთებთ შემდეგი 2 წელიწადნახევრის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს და ე.წ. „ენჯეოებს“
Next: პრემიერი – ქვეყნის გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას და ამას სჭირდება დაპირისპირება, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უმთავრესი ფუნქციაა, რომ საქართველოში არ დაუშვას ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.