Skip to content
25/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩემი ანგელოზი თმის გარეშე გავაცილე ამ ქვეყნიდან და ეს მათხოჯები კი ხუმრობენ – ლეიკემიით გარდაცვლილი გოგონას დედა

მარშალ პრესი 25/06/2026
550

ლეიკემიით დაავადებულთა შესახებ იუთუბერების დაცინვის ვიდეოს, სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ონკოპაციენტის მშობელი, ელზა ფარცვანია ეხმიანება და წერს, რომ ამ „სკეტჩში“ მონაწილეებმა, ყველა ონკოპაციენტის წინაშე ბოდიში უნდა მოიხადონ.

ფარცვანიას განცხადებით, მისი 13 წლის გოგონა თმის გარეშე გარდაიცვალა და ამ თემაზე ხუმრობა თუ დაცინვა დასაგმობია, ხოლო თავად ხუმრობის ავტორების ადამიანობა სამარცხვინოა.

„ვინ ხართ? საიდან მოხვედით? აზრზე ხართ საერთოდ ამ ცხოვრების? ვგმობ მსგავს „ხუმრობას“ თუ „დაცინვას“. ჩემი 13 წლის ანგელოზის ერთი ღერი თმის ფასად არ ღირხართ, სამარცხვინოა თქვენი ადამიანობა. ჩემი ანგელოზი გოგო თმის გარეშე გავაცილე ამ ქვეყნიდან, ეს მათხოჯები კი ხუმრობენ. ჩემი შვილის და ყველა ონკოპაციენტის წინაშე მოიხადეთ ბოდიში. თუმცა, მჯერა, რომ არც ხუმრობის ფასი იცით და არც ბოდიშის ფასი გეცოდინებათ სამწუხაროდ“, – წერს გარდაცვლილი გოგონას მშობელი.

იხილეთ ვიდეო:

Post navigation

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
Next: ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს და ე.წ. „ენჯეოებს“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.