Skip to content
24/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

სახდეპი ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებზე: საგზაო ბლოკადები და მთავრობის დამხობის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კონსტიტუციურ წესრიგსა და კანონის უზენაესობას

მარშალ პრესი 24/06/2026
departamenti

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, არგენტინამ, ბოლივიამ, კანადამ, ჩილემ, კოსტა-რიკამ, დომინიკელთა რესპუბლიკამ, ეკვადორმა, ელ სალვადორმა, გვატემალამ, გაიანამ, ჰონდურასმა, იამაიკამ, პანამამ, პარაგვაიმ და პერუს მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვეს, – განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გზების ძალადობრივი ბლოკირება საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. მათ სოლიდარობა გამოხატეს პრეზიდენტ პასის მთავრობის მიმართ და აღნიშნეს, რომ ძალადობა ვერ გახდება კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის საშუალება.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ბოლივიაში გზების ძალადობრივი ბლოკირებით, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. პრეზიდენტ როდრიგო პასის ლეგიტიმური და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დასუსტებისა და დამხობის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, როგორც ბოლივიაში კონსტიტუციური წესრიგისთვის, ისე მთლიანად ნახევარსფეროს დემოკრატიული სტაბილურობისთვის.

მოძალადე უმცირესობა ცდილობს უგულებელყოს ჩატარებულ არჩევნებში გამოხატული ბოლივიელი ხალხის ნება, უარს ამბობს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ დიალოგზე და შვიდ კვირაზე მეტია გზების ბლოკირებას აგრძელებს, რის შედეგადაც მოსახლეობას ეზღუდება საკვებზე, ჯანდაცვაზე, საწვავსა და სხვა აუცილებელ რესურსებზე წვდომა. ამ ქმედებებმა მძიმე გავლენა მოახდინა მილიონობით მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და საფრთხის წინაშე დააყენა მათი ფუნდამენტური უფლებები.

გარდა ამისა, დაფიქსირდა ბოლივიის მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტები გზებზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის გამო, რადგან მოქალაქეები დროულად ვერ იღებდნენ მედიკამენტებს და ვერ აღწევდნენ საავადმყოფოებსა და სამედიცინო დაწესებულებამდე. ცალკე აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტების მხრიდან დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ძალადობა ვერ გახდება კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის საშუალება.

ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტიტუციურად არჩეულ ბოლივიის მთავრობას და მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პრიორიტეტი მიანიჭონ დიალოგსა და მოლაპარაკებებს დადგენილ კონსტიტუციურ ჩარჩოებში, რაც დემოკრატიის ფუნდამენტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. თავისუფლების, დემოკრატიისა და რეგიონული უსაფრთხოების დაცვა ერთგულებასა და თანამშრომლობას მოითხოვს. ამ ფონზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს რეგიონში სტაბილურობის გასაძლიერებლად და დემოკრატიული წესრიგის შესანარჩუნებლად. სოლიდარობას ვუცხადებთ პრეზიდენტ პასის დემოკრატიულ მთავრობასა და ბოლივიელ ხალხს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Post navigation

Previous: ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა ოპოზიციაზე: გმირობა გააუფასურეს, ამაში ჩვენც გარკვეულწილად ვუწყობთ ხელს. ჩვენ ვამბობთ, რომ ციხეში ვინც სხედან გმირები არიან, ვიღაც 7 დღე დაჯდა და გმირია – სხვა რამეა გმირობა
Next: ლანა მორგოშია: „საქართველოს ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები და პროგრამები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.