Skip to content
23/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიის წარმომადგენლებს: ცრუ პათეტიკური განცხადებები არ გიშველით – ერთი განულებული პარტიის წარმომადგენლები ხართ და კეთილი ინებეთ, თავი დაანებეთ საზოგადოების სახელით საუბარს

მარშალ პრესი 23/06/2026
archil gorduladze

ზვიად ცეცხლაძესთან დაკავშირებით ისაუბრა ერთ-ერთმა თქვენმა წარმომადგენელმა და ერთი რამე უნდა გაგახსენოთ კონკრეტულად ამ ადამიანთან დაკავშირებით – მისი ქმედებების იურიდიული შეფასება, რა თქმა უნდა, პროკურატურის და სასამართლოს საქმეა, მაგრამ, არავის დაგვვიწყებია მისი კონკრეტული ფეისბუქ-ლაივი, თუ რაზე საუბრობდა, –  ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.  მან პლენარულ სხდომაზე ზვიად ცეცხლაძის ვიდეო-მიმართვის ფრაგმენტიც ჩართო და განაცხადა, რომ  “ეს ადამიანი რაზე საუბრობს და რა არის ეს მოწოდებები, არის თუ არა ეს ძალადობის და მაიდანის რუსთაველზე გამეორების გარედან მიღებული ინსტრუქციის საჯაროდ აღიარება და კანონდარღვევისკენ საჯაროდ მოწოდება, საზოგადოებამ შეაფასოს”. გორდულაძის შეფასებით, გასაკვირი არ არის, რომ გახარიას პარტიის წარმომადგენლები სწორედ იმავე სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები, რადგან, ისინი “ნაცურ” ნარატივებს ეთანხმებიან და იმეორებენ. “საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ თქვენ მისი დამცველი ბრძანდებით, იმიტომ, რომ თქვენც ზუსტად ამ სულისკვეთებით ხართ გამსჭვალულები.

თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც არაერთ შემთხვევაში ეთანხმებოდით და ეთანხმებით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას, იმეორებთ “ნაცურ” ნარატივს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა, იმეორებთ “ნაცურ” ნარატივს გაბრაზებულ ხალხთან დაკავშირებით, ემხრობით თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმას, მაგალითად, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა თავისუფალი სიტყვის გამავრცელებლები ამ ქვეყანაში და შემდეგ ეს პრემიერ-მინისტრი როგორ გადადგა – გუშინ, მთელმა მსოფლიომ იხილა, თვალცრემლიანი როგორ მიუყვებოდა თავისი პოლიტიკური დასასრულის გზას, არ ემიჯნებით და არ გმობთ ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობებს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, მოღალატეობრივ წერილებს აგზავნით უცხოეთში ქვეყნისა და საზოგადოების დასაზიანებლად, სრულ თანხვედრაში ხართ და წარმოადგენთ კოლექტიურ „ნაცებს“ – თუ დაგვავიწყდა, რომ თქვენი ბელადი და მიხეილ სააკაშვილი, ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე სასტუმროში, „სრულიად შემთხვევით“ აღმოჩნდნენ და შემდეგ თავის მართლება მოგიწიათ. თითოეული თქვენი გადადგმული ნაბიჯი, ადასტურებს, რომ უბრალოდ, არაკომპეტენტურები ხართ. სულ რამდენიმე სიტყვაც კი არის ამის მაგალითი, თქვენმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იხმარა ტერმინი „ჯარიმების ტარიფი“ და ჯარიმების ტარიფი რა შეიძლება იყოს, მხოლოდ თქვენმა წარმომადგენლებმა შეიძლება იცოდეს. არაკომპეტენტურობა, ამ ქვეყნის ღალატი, საზოგადოებაზე თავდასხმა, ცრუ პათეტიკური განცხადებები – ეს ყველაფერი არ გიშველით, იმიტომ, რომ ერთი განულებული პარტიის წარმომადგენლები ხართ და კეთილი ინებეთ, თავი დაანებეთ საზოგადოების სახელით საუბარს,” – განაცხადა გორდულაძემ.

Post navigation

Previous: ზვიად შალამბერიძე: დიპლომატიური ენა ჩვენს ხელში არ არის უკან დახევის იარაღი. ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო პარტნიორობას, მაგრამ პარტნიორობა ეფუძნება თანასწორობას და არა კარნახს
Next: არჩილ ბერიძე: თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა, რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.