Skip to content
23/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ვიზის დიალოგი არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას აქვს ვალდებულება, რომ ჩაატაროს სავიზო დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს უვიზო მიმოსვლა, ეს იყო ჩვეულებრივი ტექნიკური შეხვედრა

მარშალ პრესი 23/06/2026
nikoloz samkharadze

ვიზის დიალოგი, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ვიზის დიალოგი არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას აქვს ვალდებულება, რომ ჩაატაროს სავიზო დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს უვიზო მიმოსვლა,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. სამხარაძის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრას ჰქონდა ტექნიკური ხასიათი, რომელიც საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა.

ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა აღნიშნული შეხვედრიდან ინფორმაციის გაჟონვის საკითხზე, მისი თქმით ქართულ მხარეს არ შეეძლო მსგავსი ქმედების ჩადენა, შესაბამისად, აშკარაა თუ ვის მიერ მოხდა ინფორმაციაა გაჟონვა შეხვედრის დასრულებამდე. „ეს იყო ჩვეულებრივი ტექნიკური შეხვედრა, რომელიც მინდა გითხრა, რომ საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, მანამ სანამ არ მოხდა ამ შეხვედრის დეტალების გაჟონვა პრესაში. მე მინდა ამ საკითხს განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ნდობაზე ვსაუბრობთ ევროკავშირთან, მიუღებელია, როდესაც დახურული შეხვედრის დეტალები პრესაში იჟონება შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე და გასაგებია, რომ ქართული მხარე ვერანაირად ვერ გაჟონავდა ამ ინფორმაციას, იმ საინფორმაციო საშუალებებში, რომლებიც ევროკავშირში არის წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე ყველასთვის ნათელია, თუ ვინ გაჟონა ეს ინფორმაცია და რისთვის იყო, ეს საჭირო,“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – საქართველოში ყველაზე რეიტინგული კომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა თანამდებობიდან
Next: ზვიად შალამბერიძე: დიპლომატიური ენა ჩვენს ხელში არ არის უკან დახევის იარაღი. ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო პარტნიორობას, მაგრამ პარტნიორობა ეფუძნება თანასწორობას და არა კარნახს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.