Skip to content
23/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – ეფექტიანი მმართველობის საფუძველს არა მხოლოდ თანამედროვე სისტემები და გამართული პროცესები, არამედ პროფესიონალი, მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საჯარო მოხელეები ქმნიან

მარშალ პრესი 23/06/2026
irakli kobakhidze

ეფექტიანი მმართველობის საფუძველს არა მხოლოდ თანამედროვე სისტემები და გამართული პროცესები, არამედ პროფესიონალი, მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საჯარო მოხელეები ქმნიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობისა მეთაურის თქმით, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია საჯარო სამსახურის განვითარებას.

„ეფექტიანი მმართველობის საფუძველს არა მხოლოდ თანამედროვე სისტემები და გამართული პროცესები, არამედ პროფესიონალი, მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საჯარო მოხელეები ქმნიან. სწორედ ამიტომ, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია საჯარო სამსახურის განვითარებას, რომლის ფარგლებში ბოლო წლებში განხორციელებულმა საკანონმდებლო და ინსტიტუციურმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ადამიანური კაპიტალის მართვისა და საჯარო სამსახურის განვითარების თანამედროვე სისტემები.

დღეს საჯარო სექტორში 45 000-მდე მოსამსახურეა დასაქმებული. საჯარო სამსახურში ღია და კონკურენტული გარემოს უზრუნველსაყოფად, მხოლოდ გასული წლის განმავლობაში დასაქმების ერთიანი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით დაახლოებით 3 500 ვაკანსია გამოქვეყნდა.

მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდების მხარდაჭერაც. ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში 1 400-ზე მეტ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა პირველი პროფესიული გამოცდილება სწორედ საჯარო სექტორში მიეღო, ხოლო ასეულობით მათგანმა პროფესიული საქმიანობა საჯარო სამსახურში გააგრძელა“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თმით, ჩვენთვის საჯარო სექტორის მოდერნიზაცია და მმართველობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ ასპექტად რჩება.

„ბოლო წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ ინსტიტუციურ რეფორმებსა და ეკონომიკურ პროგრესს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეკონომიკა 8.3 პროცენტით გაიზარდა.

 საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო საშუალოვადიან პერიოდში ევროპისა და რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად დარჩება. ეს შედეგები, ბუნებრივია, მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა მათი ფუნდამენტია ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტები, პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმების თანმიმდევრული განხორციელება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის საჯარო სექტორის მოდერნიზაცია და მმართველობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ ასპექტად რჩება. ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას. დარწმუნებული ვარ, რომ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც საჯარო სექტორის შემდგომ განვითარებას დაეხმარება. ფორუმს ვუსურვებ  წარმატებას, ფორუმის მონაწილეებს ვუსურვებ საინტერესო დისკუსიებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ბექა ძამაშვილი: „23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს“
Next: ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უნდათ და უნდათ, რომ ისინი მოუნდეს საზოგადოებას, ეს წარმოუდგენელია, ერთმანეთი როცა არ გინდათ, საზოგადოებას ვერ მოუნდებით, ეს არის ძალიან მარტივი რეალობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.