Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართული ოცნება“ დაასრულებს პოლარიზაციას, მაგრამ პოლარიზაცია შეიძლება არ დასრულდეს „ნაცმოძრაობაში“, ამის მაგალითია ლევან ბეჟაშვილი, რომელიც თანაპარტიელებმა შეხვედრიდან გამოაბუნძულეს ​

მარშალ პრესი 07/07/2022
რატი იონათამიშვილი

ჩვენ უკვე ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს, რათა პოლარიზაცია დასრულდეს და დღევანდელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან ზუსტად ამისი დასტური იყო. მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური აქტიორები ამ პროცესში ჩაერთნენ. მე მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ დიახ, „ქართული ოცნება“ დაასრულებს პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში. მაგრამ, პოლარიზაცია, შეიძლება რა დასრულდეს, „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ამის ნათელი მაგალითი დღეს, ლევან ბეჟაშვილთან მომხდარი ინციდენტია, როდესაც ის მივიდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებმა ის შეხვედრიდან გამოიყვანეს.

,,დღეს ჩვენ დავინახეთ ნათელი მაგალითი, თუ როგორი მძიმე დაძაბულობა და პოლარიზაცია არსებობს უშუალოდ შიგნით, ნაციონალურ მოძრაობაში. ლევან ბეჟაშვილთან დაკავშირებით კაზუსი, თუ ინციდენტი სწორედ ამისი მაგალითია, როდესაც ის ზუსტად მაშინ შევიდა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში, როდესაც სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან მიმდინარეობდა შეხვედრა. როგორც ჩანს, სატელეფონო ზარით, ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებმა ის გამოაბუნძულეს ამ შეხვედრიდან და შემდეგ, კიდევ უფრო აბსურდული და სამარცხვინო განცხადებები აკეთებინეს. მათ შორის, თქვენს ეთერში. ცხადია, ბეჟაშვილი, მხოლოდ თავისი ინიციატივით არ შედიოდა შეხვედრაზე. ის შედიოდა ნაციონალური მოძრაობის გარკვეული წარმომადგენლების საერთო ინიციატივით, რომელსაც შიგნით არ იზიარებს უმრავლესობა. ანუ, ის ადამიანები, ვინც კიდევ უფრო მეტად რადიკალური განწყობებით არიან ცნობილები. ასე რომ, პოლარიზაცია ნაციონალურ მოძრაობაში შეიძლება გაგრძელდეს და ეს გამოიწვევს შემდეგს – პოლარიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად დაეცემა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩება და ეს ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა კიდევ უფრო დაბალი რეიტინგებით წარდგება საზოგადოების წინაშე,’’ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Continue Reading

Previous: ვლადიმერ ბოჟაძე ივანიშვილზე: წავიდა პოლიტიკიდან და როგორც ჩანს სწორედ ამას არ პატიობენ!
Next: ედიშერ გვენეტაძე ივანიშვილზე: თავისებური „დემოკრატიით“ გვეუბნებიან, რომ სანქციები უნდა დაედოს იმ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია პოლიტიკიდანაა წასული და მხოლოდ ქველმოქმედებითაა დაკავებული

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025