Skip to content
22/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე -„ჯარის ბანაკი“ ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გაიზიარონ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში

მარშალ პრესი 22/06/2026
irakli kobakhidze
მიხარია, რომ ეს ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი ტრადიცია გრძელდება და უკვე მე-4 წელია, რაც იმართება „ჯარის ბანაკი“, რომელიც ახალგაზრდებს გაძლევთ საშუალებას, გაიზიაროთ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ   „ჯარის ბანაკი 2026“-ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  1700 მოსწავლეს მასპინძლობს „ჯარის ბანაკი“,როგორც კოჯორში, ისე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღეები თქვენთვის იქნება ძალიან საინტერესოც, სასიამოვნოც და საბოლოო ჯამში, იქნება დაუვიწყარი. მთლიანობაში 1700 მოსწავლეს მასპინძლობს „ჯარის ბანაკი“,როგორც კოჯორში, ისე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. თითოეულ თქვენგანს გექნებათ იმის საშუალება, რომ ადგილზე ნახოთ, თუ როგორია ჯარისკაცის ცხოვრება, რა ღირებულებებს ეზიარება სამხედრო მოსამსახურე. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ წელს პირველად დაემატა „ჯარის ბანაკს“  „საპატრიარქო საათის“ კომპონენტი, სადაც თქვენ გექნებათ ჩვენს ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება.
უმნიშვნელოვანესი პროექტია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ახორციელებს ამ პროექტს. მადლობა მინდა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს, თითოეულ ინსტრუქტორს. თითოეული თქვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის დღეები, რომლებსაც გაატარებთ „ჯარის ბანაკში“. მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებული და ძალიან საინტერესო დღეები“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: „ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც ახალგაზრდებთან მიმართებით გვაქვს – ირაკლი ჩიქოვანი
Next: ცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.