Skip to content
22/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის – ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სწრაფმა წინსვლამ და პროგრესმა, რომელსაც თქვენი ქვეყანა აღწევს

მარშალ პრესი 22/06/2026
kobakhidze-vuchichi

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

ალექსანდარ ვუჩიჩი ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე და საქართველოს მთავრობის მეთაურს ბელგრადში იწვევს.

„გულწრფელ მადლობას გიხდით იმ გამორჩეული და უაღრესად გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც თქვენ და თქვენმა გუნდმა მე და ჩემს დელეგაციას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს გაგვიწიეთ. ჩვენი ორი ერის სითბო და ძმური ურთიერთობები ჩემი ვიზიტის ყოველ ეტაპზე განსაკუთრებულად იგრძნობოდა. სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არ არის მხოლოდ ორი ქვეყანა, რომლებიც წარმატებით ავითარებენ ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ საერთო ფასეულობები გვაერთიანებს, მსგავსი ისტორია გვაქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან იყო გადაჯაჭვული და რომლის საფუძველსაც წარმოადგენს მართლმადიდებლური ქრისტიანობა, რომელმაც დროის უმძიმეს გამოცდებს გაუძლო. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სწრაფმა წინსვლამ და პროგრესმა, რომელსაც თქვენი ქვეყანა აღწევს, ასევე ლიდერებისა და ხელისუფლების მტკიცე სურვილმა, მთელი ძალისხმევა მიმართონ საქართველოს შემდგომი წარმატებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევისკენ. ამავდროულად, გულწრფელად მიხარია და ვამაყობ თქვენი წარმატებებით, რადგან სწორედ ამას იმსახურებენ თქვენი ქვეყანა და მოქალაქეები.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები ჯერ კიდევ წინაა, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენი ქვეყნების ბიზნესწრეებს, ისე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობითა და მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ეს განსაკუთრებით ნათლად იგრძნობოდა იმ დროის განმავლობაში, რომელიც თქვენ ასე გულუხვად დაგვითმეთ მე და ჩემს დელეგაციას. ვიდრე ოქტომბერში ბელგრადში გიმასპინძლებთ თქვენ, როგორც უძვირფასეს სტუმარს და ძმას, ვსარგებლობ შემთხვევით, კიდევ ერთხელ გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს და გიდასტურებთ გულითად პატივისცემას“, – აღნიშნავს ალექსანდარ ვუჩიჩი.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა ბალანსი შესამჩნევად იცვლება და შესაძლოა, შვეიცარიაში განვითარებული დიპლომატიური დრამა სწორედ ამ ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ დარჩეს
Next: საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ჯარის ბანაკის“ 2026 წლის გახსნის ცერემონიაზე ახალგაზრდებს მიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.