Skip to content
20/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ – ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა

მარშალ პრესი 20/06/2026
levan maxashvili

ამ რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.

მისივე თქმით, რეზოლუციებში წერია, თუ რაც და ვინც არის ძვირფასი ჩვენი საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის და შესაბამისად, მათ წინააღმდეგ გაბრძოლება, ავტორიტეტის შელახვა წარმოადგენს სამოქმედო გეგმას რადიკალებისთვის.

„საზოგადოება რომ არ დავაბნიოთ ძალიან ბევრი დეტალით, სინამდვილეში ევროპარლამენტის რეზოლუცია არის იმის ასახვა, იმის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვამბობდით, ვუხსნიდით საზოგადოებას ამდენი ხნის განმავლობაში – თუ ჩვენ წავიკითხავთ ამ რეზოლუციას დეტალურად, ეს არის რადიკალების სამოქმედო გეგმა. პირდაპირ მოქმედების ინსტრუქციაა, თუ რას უნდა ებრძოლონ. რას უნდა ებრძოლონ? – ამ დოკუმენტში წერია ყველაფერი, რაც და ვინც არის ძვირფასი ჩვენი საზოგადოებისთვის თუ სახელმწიფოსთვის. ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა, ყველა ის მიღწევა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია. სწორედ ეს საკითხებია, რასთან გაბრძოლებაც, და თუ პირებზეა საუბარი, რომელთა ავტორიტეტის შებღალვაზეა საუბარი.

ჩვენ თუ აქამდე ვსაუბრობდით, თუ რა შეიძლება იყოს მათი სამოქმედო გეგმა, რაზე ფიქრობენ, რა არის მათი მიზნები და გეგმები, აი, ამ რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ. რატომ? იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, დაყონ, დაქსაქსონ და ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოება. დაყოფილი საზოგადოების მართვა მარტივია. ამიტომ, ეს ყველაფერი არის ომის დღის წესრიგით ნაკარნახევი და ატეხილი ხმაური“, – განაცხადა მახაშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. ანგარიშში საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, თავი შეიკავონ „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრებისგან. დოკუმენტში ასევე საუბარია ტელეკომპანიების, მათ შორის „იმედის“ წინააღმდეგ სანქციებზე.

გარდა ამისა, რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში.

 

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: საქართველოსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ქვეყნის გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი პოზიცია იქნება
Next: შალვა ნათელაშვილი ლაშა ტალახაძეზე: ასწია ის რაღაცა და ახლა უკვე საქართველო უნდა შეჭამოს, იმის გამო, რომ რაღაცა ტიტული მიიღო.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.