Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდის აქეთ გახდა რეზოლუციები სამართლებრივი ღირებულების მქონე, რომ მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს, ეს აბსურდია

მარშალ პრესი 07/07/2022
ირაკლი ზარქუა

მგონია, რომ შვეიცარიული ბანკი უკვე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა, რაც მოვისმინე, ადვოკატების განცხადებით, სასამართლო დავის საგანს არ წარმოადგენს. როდის აქეთ გახდა რეზოლუციები სამართლებრივი ღირებულების მქონე, რომ მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს, ეს აბსურდია – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიღებულია არაერთგზის გადაწყვეტილება, რომ ბანკს ეკუთვნის თანხის გადახდა.

„ის, რა არგუმენტიც მოიყვანა შვეიცარულმა ბანკმა, რომ თურმე რეზოლუცია არის საფუძველი, რომ სანამ სასამართლო არ დამავალებს არ გადავრიცხავ თანხას, ეს არის აბსურდი და სისულელე. მგონია, რომ შვეიცარიული ბანკი უკვე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა, იმიტომ, რომ რაც მე მოვისმინე ადვოკატების განცხადებით, სასამართლო დავის საგანს არ წარმოადგენს. მიღებულია გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ, რომ ეკუთვნის ადამიანს ის თანხა, ეს ერთი და მეორე – როდის აქეთ გახდა რეზოლუციები სამართლებრივი ღირებულების მქონე, რომ მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს, ეს აბსურდია. ის შვეიცარიული ბრენდი, რაც არის საიმედოობა და მყარი სტატუსი შვეიცარული საფინანსო ინსტიტუციების, ამას არღვევს ეს კონკრეტული კომპანია და რატომ აბედინებენ ამდენს, ჩემთვის გაუგებარია. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიღებულია არაერთგზის გადაწყვეტილება, რომ ბანკს ეკუთვნის თანხის გადახდა“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Post navigation

Previous: რაც უფრო გაიზრდება წნეხი ბიძინა ივანიშვილზე, ზამბარის ეფექტით უკუპროპორციულად მიიღებს ყველა საკადრის პასუხს ქართველი ხალხისგან
Next: მიხეილ სააკაშვილმა ხრწნა დაიწყო – თავის მომკვდარუნება გრძელდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.