IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ბათუმის სანაპიროზე მოზარდს ეძებენ. 15 წლის ბიჭი სავარაუდოდ, ზღვაში გაუჩინარდა.  საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, სანაპიროზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ორი სკუტერი, ორი ნავი, მუშაობს სამი მყვინთავი, ასევე ტერიტორიას ათვალიერებს დრონი და სპეციალური მოწყობილობით მიმდინარეობს ზღვის ფსკერის დათვალიერებაც“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება