Skip to content
19/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

მარშალ პრესი 19/06/2026
205

ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში, შევხვდი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, ემომალი რაჰმონს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მხარეებმა დელეგაციებთან ერთად განიხილეს ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.

“დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ორმხრივი ურთიერთობების, უფრო მჭიდრო პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიმართ,”- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Post navigation

Previous: ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.