Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ახმეტის მუნიციპალიტეტს ეწვია

მარშალ პრესი 07/07/2022
291733008_3182588442005882_7924265871527534517_n

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი სიგრიდ ბრეტელი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ახმეტის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ.

სიგრიდ ბრეტელმა და მზია გიორგობიანმა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსი ფიცხელაურთან ერთად რეგიონული განვითარების ერთობლივი პროგრამის ფარგლებში სოფ.აწყურის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი მოინახულეს.

აწყურის საბავშვო ბაღი 50-მდე ბავშვისთვის ამოქმედდება და ადგილობრივი მასწავლებლებისთვის 12 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ახალი ბაღი აწყურში ადგილობრივ ოჯახებს დაეხმარება, რომ უზრუნველყონ ბავშვების განათლება და მეტი დრო მოახმარონ ეკონომიკურ აქტივობებს.

სტუმრებმა ასევე მოინახულეს ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე ციხე-ქალაქი კვეტერა სადაც ევროკავშირისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება 600 მეტრიანი ახალი გზის მონაკვეთის დაგება, ასევე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სავაჭრო ჯიხურების მოწყობა. დამატებით მოეწყობა პარკინგი და საკემპინგე ადგილები, ასევე, წყლისა და ელექტროენერგიის წყაროები.

ახალი ინფრასტრუქტურა მიზნად ისახავს ტურიზმის სტიმულირებას და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას.

Post navigation

Previous: ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ღიად ერთვებიან ქართველი ხალხის საზარბაზნე ხორცად გამოყენებისა და ქართული სახელმწიფოს განადგურების პროექტში
Next: რაც უფრო გაიზრდება წნეხი ბიძინა ივანიშვილზე, ზამბარის ეფექტით უკუპროპორციულად მიიღებს ყველა საკადრის პასუხს ქართველი ხალხისგან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.