Skip to content
19/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ადამიანები უბრალოდ ჩაითრიეს 4 ოქტომბერს. ასე მიწვევდნენ მეც, ასე მარწმუნებდნენ, რომ გამარჯვება გარდაუვალი იყო – აქტივისტი დავით ჩხეიძე

მარშალ პრესი 19/06/2026
david chkheidze

ადამიანები უბრალოდ ჩაითრიეს 4 ოქტომბერს. ასე მიწვევდნენ მეც, ასე მარწმუნებდნენ, რომ გამარჯვება გარდაუვალი იყო. მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი – წერს ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე და იხსენებს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს.

ის ამბობს, რომ 4 ოქტომბრის ავანტიურა უნდა იყოს გამოძიებული.

„ალბათ, იშვიათად ვყოფილვარ ასეთი გამწარებული, როგორც დღეს. რადგან ვიცი, რომ ადამიანები უბრალოდ ჩაითრიეს 4 ოქტომბერს. ასე მიწვევდნენ მეც, ასე მარწმუნებდნენ, რომ გამარჯვება გარდაუვალი იყო. მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი, ყველა გათვლით უნდა ვყოფილიყავი.

არ ესმოდათ, როდესაც ვეუბნებოდი, რომ ეს იყო მახე, რადგან ადამიანებს ამუშავებდნენ. ვერ გაიგებდი, ვინ იყო მოგზავნილი და ვინ ანთებული, უსისხლო, არაძალადობრივი ხელისუფლების ცვლილების იდეით.

ვხედავდი, როგორ საჯაროდ უწყობდა ხელს რეჟიმი. როგორ ახალისებდა… უშუალოდ იმ დღესაც, როგორ მისცა ყველაფრის საშუალება. როგორ ნადირივით შეიტყუა ამ ქვეყნის გულანთებული პატრიოტები 5 და 7 წლიან ციხეში. მინიშნებებით ვწერდი და ამ მინიშნებების გამოც მხდალს მეძახდნენ. ათას სისულელეს მიგონებდნენ. ბრაზი მახრჩობს: როგორ დავუშვით ასეთი რამე? როგორ გავწირეთ თანამებრძოლები?! როგორც კი რეჟიმი დასრულდება, პირველ რიგში 4 ოქტომბრის ავანტიურა უნდა იყოს გამოძიებული. უკლებლივ ყველა, ვინც ასეთი ჯოჯოხეთი მოუწყო საკუთარ საზოგადოებას, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. რეჟიმი მარტო ამ ბოროტებისთვის უნდა გასამართლდეს. გაათავისუფლეთ მძევლები!“- წერს დავით ჩხეიძე.

Post navigation

Previous: ბავარიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაზვერვის სამსახურს პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თვალთვალი შეუძლია – მიზეზად ექსტრემიზმი დასახელდა
Next: ირაკლი კირცხალია – ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას აქვს რასა იუკნევიჩიენეს ფასი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.