Skip to content
19/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ – ამერიკელები ამას არ გაპატიებენ

მარშალ პრესი 19/06/2026
mixeil saakashvili

პატიმარი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი “ძალიან ცუდად დაამთავრებს ამერიკელებთან” და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულია. აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, დასავლეთი ბოლომდე გადაწყვეტს ამ პრობლემას ოპოზიციასთან ერთად, ამიტომ, ხელისუფლების ოპონენტებიც “მობილიზებულები და მიმწოლები” უნდა იყვნენ. ”ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ჩვენთან ასეთი თამაშები და ტრიუკები, დიდი ხანია აღარ გადის, არც უცხოეთი ჭამს ამას.

ეს ორ სკამზე ჯდომა ივანიშვილის და ქიციც ვიცი და ქიცმაცურიც, ამერიკელებთან ეს თამაში აღარ გავა, როგორც კი ამერიკელები გრძობენ, რომ მათ ეთამაშებიან, ისინი ძალიან ცუდად პასუხობენ და ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ამერიკა აქ არის იმისთვის, რომ რუსეთი აქ არ იყოს. არავინ აპირებს ამათთვის ენის მოჩლექას უკვე, არავინ აპირებს ცხვირზე ხელის მოჭერას და იმ სიმყრალის სუნის მოთმენას, რომელიც ამ ქართულ დიქტატორულ რეჟიმს ასდის. დასავლეთი აუცილებლად ბოლომდე გადაწყვეტს ამ პრობლემას ჩვენთან ერთად, იმიტომ, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით მობილიზებულები, თუ ჩვენ არ ვიქენით ორგანიზებულები, თუ ჩვენ არ ვიქნებით მიმწოლები, მარტო დასავლეთი, რა თქმა უნდა, ვერაფერს გადაწყვეტს. ამიტომ, 20-ში არის წლისთავი გავრილოვის ღამის, იმედია, ხალხი ამას აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ, ჩვენ არასდროს მოვხრით თავს რუსეთის წინაშე,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
Next: ბავარიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაზვერვის სამსახურს პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თვალთვალი შეუძლია – მიზეზად ექსტრემიზმი დასახელდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.