IMG.GE ___________________________________ IMG.GE

პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან კობერიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მგონია, რომ შენ არ ხარ დარწმუნებული და სხვის დაკრულზე ცეკვავ. ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ხარ ოთხი წელია და რა ხდება ეკონომიკაში, ვერც შენ გაგირკვევია და ვერც სხვას, არც პასუხი არ მოგითხოვია არავისთვის. თუ ეგ ლაპარაკი გინდა, შემიძლია გავაგრძელო, მათ შორის გინდა ენერგეტიკა, გინდა ტელეკომუნიკაცია, რა პოლიტიკას ატარებ, თუ იცი“, – მიმართა ლევან კობერიძემ რომან კაკულიას.

კობერიძის ამ განცხადებას კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა და დეპუტატს წესიერად საუბრისკენ მოუწოდა.

„ერთი შეკითხვა მაქვს ლევან შენთან, დარწმუნებული ხარ, რომ სიღრმისეულად რასთან გვაქვს საქმე ნამდვილად იცი? შენ რომ ძალიან გვიან გამოიღვიძე, ამ გამოღვიძებით ყველანი მოხარული ვართ. როგორც ჩანს, მძინარე მდგომარეობაში შემოგიყვანეს „ქართულ ოცნებაში“. შენი ბულინგის არავის არ ეშინია, მორჩი ბოდიალს და დემაგოგიას, – მიმართა კაკულიამ კობერიძეს.

თავის მხრივ, ლევან კობერიძემ რომან კაკულიას ღირსების შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„მგონია, რომ ძალიან პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ. დაყენებული სახით ლაპარაკობ, მიიღებ ერთ ალიყურს და ღირსიც იქნები. შენ ხარ უზრდელი და მაგისთვის მიიღებ, დემაგოგიც ხარ და მიიღებ მაღალ ალიყურს. ცოტა ღირსება შეინარჩუნე, თუ გვაქვს კიდევ ცოტა რესურსი“, – მიმართა ლევან კობერიძემ რომან კაკულიას.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება