Skip to content
17/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა

მარშალ პრესი 17/06/2026
101

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ჯოანა ბარტონს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა წითელი ჯვრის ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს როლს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის საკითხებში.

აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, 334 დაკარგული პირის ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა 1835 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

Post navigation

Previous: ქართველიშვილი იუკნევიჩიენეს აღიარებაზე: 2022 წლამდე ევროკავშირის არანაირ გაფართოებაზე საუბარი არ იყო და საქართველოს ამ “ღია კარში” მხოლოდ იმისთვის ტოვებდნენ, რომ სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ “საერთო ევროპული ფასეულობების” დასაცავად
Next: სააკაშვილმა მისი პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.