Skip to content
17/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია აბაშიძე: “ლელოს” თვითდეგრადირებულმა სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ თურმე საქართველო “უღატაკესია” ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში. საინტერესოა, ვინ არის მისი მთავარი ეკონომიკური “მრჩეველი”, რომან-კუპონ გოცირიძე ხომ არა?

მარშალ პრესი 17/06/2026
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის „უღატაკესი“ ქვეყანაა.

აბაშიძის შეფასებით, აღნიშნული განცხადება რეალურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს არ შეესაბამება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) უახლესი მონაცემებითაც არ დასტურდება.

„ ნაცპოლიტიკანების ერუდიცია მუდმივად “ფოცხზე ფეხს ადგამს“, როდესაც საუბრობს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე; “ლელოს” თვითდეგრადირებულმა სალომე სამადაშვილმაც ეს დაადასტურა, როცა თქვა, რომ თურმე საქართველო “უღატაკესია” ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში. საინტერესოა, ვინ არის მისი მთავარი ეკონომიკური “მრჩეველი”, რომან-კუპონ გოცირიძე ხომ არა? თაღლითების კანტორაში კიდევ უფრო დაბლაგვდებოდა სალომე სამადაშვილის ე.წ. ხედვები.

დიდი ხნის წინ პოლიტიკურად გაკოტრებული სალომე სამადაშვილის სიყალბეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 2026 წლის უახლესი მონაცემები ადასტურებს. IMF-ის მიხედვით, ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე ასე გამოიყურება: საქართველო – $10,346; მოლდოვა – $8542 და უკრაინა- $6499.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ, IMF-ის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით – “საქართველო: 2026 წლის IV მუხლის

ფარგლებში ჩატარებული კონსულტაციები“, რომლის თანახმადაც, საფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.5%-მდე აუმჯობესებს და აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა გაზრდილი გლობალური გაურკვევლობის პირობებში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე. რეალური მშპ 2025 წელს 7.5 პროცენტით გაიზარდა და ძლიერი დარჩა 2026 წლის დასაწყისშიც.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“- ცესკო მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
Next: მარტივად და გასაგებად გვითხრეს რომ საქართველო ისჯება მშვიდობის გამო! ⁠თუ ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი მხოლოდ ომში მონაწილეობაზე გადის, მაშინ ეს არა პარტნიორობა, არამედ, გეოპოლიტიკური ვაჭრობაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.